ფეხბურთი

23:34 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა ლიგა: მეორე ტური

15 აპრილს, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

„ლანჩხუთმა“ საკუთარ მოედანზე „ლედი გორს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა მეტოქე. გამარჯვებულთა მხრიდან დუბლით წოწერია გამოირჩა, ერთი გოლი კი საღარაძის ანგარიშზეა.

სტუმრად იმარჯვა „თბილისმა“. გივი კვარაცხელიას გუნდმა თანაქალაქელი „ნორჩი დინამო“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მესამე წუთზე მეტოქის კარი კულდონაშვილმა აიღო. „თბილისმა“ მალევე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, მე-15 წუთზე გოლის ავტორი კირვალიძე გახდა. დინამოელებმა სხვაობის შემცირება ზუსტად ერთ წუთში მოახერხეს, გოლი გუნდის ბომბარდირმა, ხანდაზიანმა გაიტანა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი 33-ე წუთზე მწყერაშვილმა დააფიქსირა.

ახმეტის „ბახტრიონმა“ საკუთარ მოედანზე ჩხოროწყუს „მტრედებს“ უმასპინძლა. საინტერესო შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მათი მხრიდან დუბლით ნაკვეთაური გამოირჩა, ერთი გოლი კი, ორკოდაშვილის ანგარიშზეა. სტუმართა მხრიდან პრესტიჟის გოლის გატანა კვარაცხელიამ მოახერხა.

ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო ხაშურის „ივერიამ“. ხაშურელები ამჯერად ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. მატჩის ერთადერთი გოლი 27-ე წუთზე სალუქვაძემ გაიტანა.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ეროვნულ ჩემპიონატს 6-6 ქულით „თბილისი“ და „ლანჩხუთი“ ლიდერობენ. გათამაშების მომდევნო, მესამე ტურის მატჩები 19 აპრილს გაიმართება.

ქსკ ლანჩხუთი 3:0 ქსკ ლედი გორი

ქსკ ლანჩხუთი: ურუშაძე (51’ გაბუნია), გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, ალელიშვილი, საღარაძე, თავდიშვილი (73’ კვაჭაძე), რომანჩუკი, ხუხუნაიშვლი, გოგეშვილი, წოწერია (69’ ჯიჯიეშვილი)

მთ. მწვრთნელი: კახა ურუშაძე

ქსკ ლედი გორი: გაბელაია, ჯანეზაშვილი, ეგაძე (64’ ჭოველიძე), ხუბულური, თევდორაძე, ჭუჭულაშვილი, პოღოსიანი, ტერუნაშვილი, ფერაძე, გვილია (82’ მელაძე), დოკაძე (75’ გვიმრაძე)

მთ. მწვრთნელი: ოიებადე ოლუმოივა

მსაჯები: ა. მესხი, მ. ჭკადუა, რ. ახობაძე

გოლები: 1:0 წოწერია (9), 2:0 წოწერია (50), 3:0 საღარაძე (76)


ქსკ ნორჩი დინამო 1:3 ქსკ თბილისი

ქსკ ნორჩი დინამო: კომლაძე, ქადაგიშვილი, ახობაძე, იარალოვი, გურიელიძე, ხარაიშვილი, ბაბაიანი (90’ ნიგურიანი), ბასილაძე (63’ ფეროიანი), მომოტოვა, გოგიჩაიშვილი (60’ ელოშვილი), ხანდაზიანი

მთ. მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი

ქსკ თბილისი: საბიაშვილი, მინაძე, ჯოჯუა, რაუხი (87’ აკობიძე), მ. დანელია, დიმოპულუ, ნარსია (72’ ჯანიკაშვილი), ნ. დანელია, კულდონაშვილი (15’ მწყერაშვილი), ბოლქვაძე (61’ ეპიტაშვილი), კირვალიძე (88’ ლომთაძე)

მთ. მწვრთნელი: გივი კვარაცხელია

მსაჯები: გ. ვარდიძე, ხ. მაისურაძე, ქ. გაიპარაშვილი

გაფრთხილება: 76’ რაუხი, 88’ ხარაიშვილი

გოლები: 0:1 კულდონაშვილი (3), 0:2 კირვალიძე (15), 1:2 ხანდაზიანი (16), 1:3 მწყერაშვილი (33)


ქსკ მტრედები 1:3 ქსკ ბახტრიონი

ქსკ მტრედები: პერტაია, გოგუა, კვარაცხელია, პაპასკირი, შენგელია, გვასალია, პაპავა (19’ კაცია), გაბედავა, მანჯგალაძე, ქარდავა (55’ სორდია), ბერულავა

მთ. მწვრთნელი: ამირან ვეკუა

ქსკ ბახტრიონი: ბერიძე, ნაკვეთაური, ცისკარიშვილი, ზარიძე, მანჭარაული (55’ გუსეინოვა), მ. სურმანიძე (72’ ბერიძე), ცენტერაძე, ორკოდაშვილი, მოზაიძე, სანთოიანცი, ქ. სურმანიძე

მთ. მწვრთნელი: მერაბ ბულკაშვილი

მსაჯები: ი. ქარსელაძე, მ. ლაშქარეიშვილი, გ. რუსიშვილი

გაფრთხილება: 11’ მანჯგალაძე

გოლები: 0:1 ნაკვეთაური (12), 0:2 ორკოდაშვილი (17), 1:2 კვარაცხელია (33), 1:3 ნაკვეთაური (50)


ქსკ ივერია 0:1 ქსკ დინამო ბთ

ქსკ ივერია: გონგლაძე, ნ. გელაშვილი, ს. გელაშვილი (46’ ა. გელაშვილი), გიორგაძე, ტაბატაძე, ენჯიბაძე, კულუბეგოვი, ხარაზიშვილი, დოკაშვილი, ნასყიდაშვილი, ლომიძე

მთ. მწვრთნელი: თემურ კობერიძე

ქსკ დინამო ბთ: გაროჟანკინა, ს. ანთაძე, დ. ანთაძე, ლ. ანთაძე, ართმელიძე (76’ მარკოიძე), ბაჯელიძე, აბაშიძე (59’ ქოქოლაძე), დოლიძე, ხავთასი, თავართქილაძე (79’ ძნელაძე), სალუქვაძე

მთ. მწვრთნელი: ნიკო ბარამიძე

მსაჯები: გ. მაჩიტიძე, ი. გიჯაშვილი, გ. გელხაური

გაფრთხილება: 83’ ტაბატაძე (ქსკ ივერია), 88’ დოლიძე (ქსკ დინამო ბთ)

გოლები: 0:1 სალუქვაძე (27)

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117593