ფეხბურთი

23:05 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" ფეხბურთელები კაშაის გასახდელში...

მადრიდის „რეალისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა გასახდელში. გერმანული მედიის ცნობით, არტურო ვიდალი, ტიაგო ალკანტარა და რობერტ ლევანდოვსკი მსაჯთა ოთახში ლამობდნენ შეჭრას, ვიქტორ კაშაისა და მისი ასისტენტების გადაწყვეტილებების გასაპროტესტებლად.

როგორც ცნობილი ხდება, ხსენებული მოთამაშეები გასახდელში ყვიროდნენ და უნგრელ მსაჯთა ბრიგადის მიმართ არცთუ ტკბილ სიტყვებს ისვრიდნენ. საბოლოოდ, საქმეში პოლიცია ჩაერია და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

შეგახსენებთ, კაშაიმ ხსენებულ მატჩში რამდენიმე გადაწყვეტილება არასწორად მიიღო, რამაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენაც მოახდინა.

0.116009