ფეხბურთი

16:30 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვიტალი დარასელიას სახელობის თასი: მეორე და უფრო მქუხარე სახელებით

დღეს თბილისის "დინამოს" აკადემიაში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირს მიეძღვნა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გოლის ავტორის სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირი შარშან გაიმართა და ჰოლანდიის "ალკმაარმა" მოიგო.

შარშანდელის მსგავსად, ტურნირი 16-წლამდელებს შორის გაიმართება.

პრესკონფერენციაზე აკადემიის დირექტორი არჩილ კეკელია, დინამოს პრეზიდენტის ბატონი რომან ფიფიას მრჩეველი ლევან სალუქვაძე და ტურნირის პარტნიორის თბილისის მერიის წარმომადგენელი ირაკლი გვილავა წარსდგნენ. მათ გასამართი ღონისძიების მნიშვნელობასა და საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.

ზოგადად, "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მართლაც კარგ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, შარშან ტურნირი ასევე რვაგუნდიანი იყო და აქედან სამი კლუბი იყო ქართული, წლეულს კი მხოლოდ "დინამოა" წარმოდგენილი საქართველოდან და 7 უცხური კლუბიც ესტუმრა. თანაც, სახელები ახლა უფრო ჟღერს. მილანის "ინტერი", ბელგიის "გენტი", კიევის "დინამო", ზაგრების "დინამო"...

ფინალი "დინამო არენაზე" გაიმართება და "სილკ უნივერსალი" პირდაპირ რეპორტაჟს შემოგვთავაზებს.

A ჯგუფი: დინამო (თბილისი), ინტერი, გაბალა, გენტი

B ჯგუფი: ალკმაარი, დინამო (ზაგრები), ტრაბზონსპორი, დინამო (კიევი)

20 აპრილს 12:00 საათზე გახსნის ცერემონია იქნება.

20 აპრილი: 14:00 დინამო (თბ)-გენტი, 16:00 ინტერი-გაბალა, 18:00 ალკმაარი-დინამო (კ), 20:00 დინამო (ზ)-ტრაბზონსფორი

21 აპრილი: 12:00 ტრაბზონსფორი-ალკმაარი, 14:00 დინამო (კ)-დინამო (ზ), 16:00 გაბალა-დინამო (თბ), 18:00 გენტი-მილანი

22 აპრილი: 12:00 გაბალა-გენტი, 14:00 დინამო (თბ)-ინტერი, 16:00 ალკმაარი-დინამო (ზ), 18:00 ტრაბზონსფორი-დინამო (კ)

24 აპრილს ნახევარფინალები გაიმართება, ხოლო 25 აპრილს - ფინალი.

0.118906