თამაშგარე

16:02 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბიანკა გასკოინი ფეხთაშვერას ესწრაფვის

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელის, პოლ გასკოინის ქალიშვილი ბიანკა გასკოინი უკვე რამდენიმე წელია, რაც ბრიტანეთის ერთერთი ყველაზე პოპულარული და თავაშვებული ფოტომოდელია, რომლის ეპატაჟურობაც ყოველგვარ უცნაურ ფანტაზიასა და წარმოდგენებს სცილდება.

როგორც აღმოჩნდა, პოლის პირმშო ამ წარმატებასა და პოპულარობის ხარისხზე არ ჩერდება და ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობას ესწრაფვის. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ამ ოხერ ბიანკას მთლად აუღია ხელი თავზე და არც მეტი, არც ნაკლები, პორნოფილმებში მონაწილეობას აპირებს.

თავად ბანკა გასკოინი ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ მას უბრალოდ სურს ცხოვრებაში ყველაფერი გამოსცადოს და ამ “ყველაფერში” მავან ოყლაყებთან თანაყოფაც იგულისხმება.

რაც შეეხება პოლ გასკოინს, მას უკვე კარგა ხანია ხელი აქვს ჩაქნეული თავაშვებულ ქალიშვილზე და ეს ამბავი მისთვის დიდი სიურპრიზი შეიძლება არც იყოს.

0.112984