სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ისტორია

9:19 | 19.04.2017 | ნანახია 399 - ჯერ

19 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1987 - დაიბადა მარია შარაპოვა. რუსი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს ოთხივე სადიდსლემო ტურნირი. სულ ხუთჯერ იმარჯვა დიდი სლემის შეჯიბრებებზე. 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 34 მილიონ 154 161 დოლარი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1897 - პირველად ჩატარდა პლანეტის ყველაზე პრესტიჟული მარათონული გარბენი, ბოსტონის მარათონი. იგი ჯონ მაკდერმიტმა მოიგო (2.55.10).

1903 - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის გათამაშების ფინალში, “ბერიმ” “დერბი ქაუნთის” 6:0 მოუგო, რაც ამ ტურნირის გადამწყვეტ მატჩებში გატანილი გოლების სხვაობის რეკორდია.

1935 - მოსკოვში დაარსდა სპორტსაზოგადოება “სპარტაკი”.

1960 - ბეისბოლისტთა მაისურზე პირველად დაიწერა მოთამაშის გვარი.

1966 - რობერტა ბიგნი პირველი ქალია, რომელმაც ბოსტონის მარათონში მიიღო მონაწილეობა.

1986 - სუპერმძიმე პროფესიონალ მოკრივეთა შორის, მაიკლ სფინქსმა ლარი ჰოლმსი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოპოვა.

1987 - იმხანად “ტოტენჰემ ჰოტსპურის” გოლკიპერმა, აგრეთვე “ლივერპულის” ყოფილმა მეკარემ, რეი კლემენსმა ინგლისის ჩემპიონატისა და თასის გათამაშების 1099-ე შეხვედრა ჩაატარა. იმ დღეს, “სპერზმა” საკუთარ “უაით ჰართ ლეინზე” “ჩარლტონ ატლეტიკს” 1:0 მოუგო. ადრინდელი რეკორდი, აგრეთვე “ტოტენჰემის” ექს-გოლკიპერ პატრიკ ჯენინგსს ეკუთვნოდა. რეი კლემენსსაც და პატ ჯენინგსსაც თბილისში “დინამოს” წინააღმდეგ (“ლივერპულისა” და “ტოტენჰემის” შემადგენლობაში) საევროთასო მატჩები აქვთ ჩატარებული.

1990 - უეფას პრეზიდენტად შვედი ფუნქციონერი ლენარტ იუჰანსონი აირჩიეს.

1991 - საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია დაფუძნდა 1991 წლის 19 აპრილს და არის მემკვიდრე 1959 წლიდან არსებული საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციისა. აერთიანებს პროფესიონალ სპორტულ ჟურნალისტებს, იცავს მათს უფლებებს და ინტერესებს, აწყობს შემოქმედებით კონკურსებს, რეფერენდუმებს საუკეთესო სპორტსმენებისა და გუნდების გამოსავლენად, თანამშრომლობს ეროვნულ და საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებთან. სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანდა 1992 წლის 30 აპრილს. 1991 წლიდან სსჟა-ს პრეზიდენტი იყო ელგუჯა ბერიშვილი, 2013 წლიდან ორგანიზაციის პრეზიდენტი გიორგი გორგოძეა.

1991 - სუპერმძიმე წონის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ევანდერ ჰოლიფილდმა 42 წლის ჯორჯ ფორმენი 12 რაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. პაექრობა აშშ-ის ქალაქ “ატლანტიკ სიტიში” ჩატარდა.

1990 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “დეტროიტ პისტონზისა” და “ფილადელფია სიქსერზის” მატჩში მომხდარი ორმხრივი ჩხუბის გამო, კლუბებს ჯარიმის სახით, 162 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრათ.

1997- რობერტ პერიში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მატჩების მონაწილეთაგან, ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე გახდა. იმხანად “ჩიკაგო ბულზის” წევრი 43 წლის და 231 დღისა იყო.

2005 - გერმანიის თასის გათამაშების ნახევარფინალურ მატჩში, გელზენკირხენის “შალკემ” საკუთარ მოედანზე “ვერდერი,” პენალტების სერიაში დაამარცხა (5:4) და ფინალურ შეხვედრაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. თერთმეტმეტრიანი დარტყმის რეალიზება მოახერხა გელზენკირხენელთა ქართველმა ნახევარმცველმა, ლევან კობიაშვილმა.

2005 - არგენტინული “ინდეპენდიენტეს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სესარ ლუის მენოტი გადადგა.

2006 - ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” “მაიამი ჰითი” დაამარცხა (103:100). ქართველმა ცენტრმა 18 ქულა მოაგროვა, 8 მოხსნა, 2-2 შედეგიანი პასი და ჩაჭრა და 1 დაფარება განახორციელა.

2007 - ჰოლანდიის თასის გათამაშების ნახევარფინალურ მატჩში შოთა არველაძის “ალკმაარმა” “ბრედა” დაამარცხა (6:0) და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველმა ფორვარდმა ამ მატჩში წარმატებით შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა.

2009 - “რედ ბულის” პილოტმა სებასტიან ფეტელმა ჩინეთის გრან-პრიზე იმარჯვა და კარიერაში ფორმულა1-ის პირველი ეტაპი მოიგო.

2009 - “ალკმაარმა” ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი შოთა არველაძე იყო.

2014 - ჟოზე მოურინიომ “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი წააგო ლონდონში. “ჩელსი”-“სანდერლენდი” 1:2.

2014 - თურქული ფეხბურთის ისტორიაში წინა სეზონში პირველად მოხდა, რომ ერთმა გუნდმა, ერთმანეთისმიყოლებით, ქვეყნის ხუთივე ჩემპიონის დამარცხება მოახერხა. ეს შოთა არველაძისგაწვრთნილმა"ქასიმფაშამ" შეძლო - "ტრაბზონი", "ბურსა", "გალათასარაი", "ფენერბაჰჩე" და "ბეშიქთაში" ერთ სეზონშიდაამარცხა. გალათასარაი-ქასიმფაშა 0:4

ამ დღეს დაიბადნენ

1929 - ედუარდ კრუკი. საშუალო წონის მოკრივეთა შორის 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1953 - სარა სიმეონი (იტალია). ქალთა შორის სიმაღლეზე ხტომაში 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. თამაშები მან ოლიმპიური რეკორდით მოიგო (197 სმ). მონრეალისა (1976) და ლოს ანჯელესის (1984) ოლიმპიადების ვერცხლის მედლის მფლობელი.

1954 - ტრევორ ფრენსისი. ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი. პირველი ინგლისელი მოთამაშე, რომლის წლიურმა ხელფასმა მილიონი დოლარი შეადგინა. “ნოტინგემ ფორესტის შემადგენლობაში” მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი.

1964 - გორდონ მარშალი. შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “კილმარნოკისა” და “მოზერველის” გოლკიპერი.

  1. რენდოლფ კისი. NBA-ის კლუბ “მილუოკი ბაქსის” ფორვარდი.

1969 - ჟუჟა პოლგარი. უნგრელი მოჭადრაკე. ქალთა შორის რიგით მერვე მსოფლიოს ჩემპიონი (1996-99). ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის შემდეგ, ჟუჟა პოლგარმა მამაკაცებში დიდოსტატის წოდება მოიპოვა. მონაწილეობა მიიღო ათ საჭადრაკო ოლიმპიადაში და 56 პარტიაში არც ერთი მარცხი არ განუცდია. ამ ოლიმპიადებზე მოიპოვა ოქროს ხუთი, ვერცხლის ოთხი და ბრინჯაოს მედლები.

1972 - ზაზა ზოზიროვი. თავისუფალი სტილით გორელი მოჭიდავე (1994-99 წლებში გამოდიოდა უკრაინის სახელით). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1993, 1999). მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის ვერცხლის მედალოსანი (1997, 1998). ატლანტის 1996 წლის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1996). ჭაბუკთა შორის მოპოვებული აქვს მსოფლიოსა (1990) და ევროპის (1989) ჩემპიონობა. დსთ-ის ჩემპიონი (1992). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

1972 - დაიბადა რივალდო (რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირა). ბრაზილიის ეროვნული ნაკრების, “კრუზეიროს,” “დეპორტივოს,” “ბარსელონას,” “კორინთიანსის”, “პალმეირასის,” “მილანის”, “ოლიმპიაკოსისა” და აეკ-ის ფეხბურთელი. მსოფლიოს ჩემპიონი (2002). 1998 წლის მუნდიალის ფინალისტი. 1999 წელს მოიგო კოპა ამერიკა, 1997-ში კი კონფედერაციათა თასი. 1999 წელს FIFA-სა და “ვორლდ სოკერის” ვერსიით პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი. იმავე წელს “ფრანს ფუტბოლმა” ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. “მილანის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია (2003). ესპანეთის, იტალიისა და საბერძნეთის ჩემპიონი და ამ ქვეყნების ეროვნული თასების მფლობელი. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 74 მატჩი, გაიტანა 34 გოლი.

1974 - გიორგი ვაზაგაშვილი. ქართველი ძიუდოისტი (66 და 71 კგ წონითი კატეგორია). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1996, 1997). 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (1995) და მესამე პრიზიორი (1993, 1997). დსთ-ის ჩემპიონი (1992). ახალგაზრდებში მსოფლიოსა (1994) და ევროპის (1993) ჩემპიონი. 1995 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. გიორგი ვაზაგაშვილი ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერია.

1987 - მარია შარაპოვა. რუსი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს ოთხივე სადიდსლემო ტურნირი. სულ ხუთჯერ იმარჯვა დიდი სლემის შეჯიბრებებზე. 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 34 მილიონ 154 161 დოლარი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1954 - ჯორჯ კეი. “ლივერპულის” მწვრთნელი. გარდაიცვალა 66 წლის ასაკში.

1971 - ერლ ჯონ ტომსონი. ამერიკელი მძლეოსანი. გამოდიოდა კანადის სახელით. 110 მეტრზე თარჯმრბენში მსოფლიოს რეკორდსმენი (საუკეთესო მიღწევას 11 წლის განმავლობაში ფლობდა) და 1920 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.079267