სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
სხვა

0:20 | 19.04.2017 | ნანახია 282 - ჯერ

IWF -ის საარჩევნო კონგრესი: კანდიდატთა ვინაობა ცნობილია

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) პრეზიდენტობის არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტს, 78 წლის უნგრელ ტამაშ აიანს, რომელიც ფედერაციას 2000 წლიდან ხელმძღვანელობს, 6 კონკურენტთან მოუწევს შებრძოლება. უკვე ცნობილია მათი ვინაობა: აზიის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, ყატარელი მოჰამედ იუსეფ ალ მანა, ჩინელი მა ვენგუანი, ირანელი ალი მორადი, ფილიპინელი მონიკო პუენტეველა, რუმინელი ნიკუ ვლადი და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, იტალიელი ანტონიო ურსო. კანდიდატები უკვე დაამტკიცა IWF -ს აღმასრულებელმა საბჭომ.

ცნობილია ფედერაციის სხვა აღმასრულებელ თანამდებობებზე კენჭისყრის მსურველთა ვინაობაც. გენერალური მდივნის პოსტზე პრეტენზიას 6 კანდიდატი აცხადებს, მათ შორის _ ამჟამინდელი გენერალური მდივანი, უნგრელი ატილა ადამფი. პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე 10 კანდიდატია წარდგენილი, ვიცე-პრეზიდენტის 5 ადგილზე კი _ 27 მსურველი. IWF -ს აღმასრულებელ საბჭოში მოსახვედრად 51 კანდიდატი დარეგისტრირდა. მათ შორისაა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი. მწვრთნელების და კვლევის კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარდგენილია დავით ყიფშიძე, სამედიცინო კომიტეტის წევრობის კანდიდატად _ ზურაბ კახაბრიშვილი. IWF -ის საარჩევნო კონგრესი გაიმართება ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, 29-30 მაისს.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
07:36 | 19.04.2017
პანტელეიმონი (2711)

კარგი იქნება, თუ მეტ სპორტულ ჩინოვნიკს მოვახვედრებთ საერთშორისო სპორტულ ორგანიზაციებში.

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.117514