ფეხბურთი

17:55 | 18.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა “ბარსელონასთან” ითამაშებს

კარგი ამბავია ტურინის “იუვენტუსის” ბანაკში – პაულო დიბალამ გამოჯანმრთელება მოასწრო და ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშებს. ამის შესახებ იტალიურ მედიას თავად 23 წლის არგენტინელმა აცნობა:

“საბედნიეროდ, გუშინ გუნდთან ერთად ვივარჯიშე და ცუდი წარსულში დარჩა. “ბარსელონასთან” 100%-ით ვითამაშებ”, - აღნიშნა დიბალამ.

შეგახსენებთ, დიბალამ ტურინში გამართულ მატჩში დიდებულად ითამაშა და დუბლი შეასრულა, საპასუხო შეხვედრა კი, “კამპ ნოუზე” 19 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114164