თამაშგარე

14:15 | 18.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამშობლოზე მზრუნველი კატია ზინგარევიჩი

ალბათ გახსოვთ, ინგლისურ საფეხბურთო კლუბებში მოფუსფუსე რუსი ოლიგარქის ანტონ ზინგარევიჩის ტანკენარი მეუღლის კატია ზინგარევიჩის შესახებ ადრეც დაგვიწერია.

კატია წარმოშობით ბელარუსიდანაა და მიუხედავად იმისა, რომ მის მშობლიურ ქვეყანას დიქტატორი ლუკაშენკო მართავს, თურმე, ამ ვაებას ზინგარევიჩის ქალი არად აგდებს და გადაწყვეტილი აქვს, რომ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სპეციალური ჩვენება მოაწყოს და მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ლამაზმანები ჩაიყვანოს.

როგორც ფუტკრები თაფლს – სწორედ ისე ახვევია ბულვარული მედია მსოფლიოს ლამაზმანების თავყრილობებს და კატია ზინგარვეიჩმაც ბრწყინვალედ იცის, რომ მისი ქვეყნის პოპულარობისათვის და იმიჯის ამაღლებისათვის ამაზე კარგს ვერაფერს მოიფიქრებს. ერთი ასეთი ჩვენება საქართველოსაც არ აწყენდა, მაგრამ, ჩვენ ვინ მოგვცა იღბალი და კატია ზინგარევიჩი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156516