ფეხბურთი

2:41 | 17.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: ადამსის საშინელი დებიუტი და ზავი “მესტალიაზე”

ლა ლიგის 32-ე ტურის მესამე სათამაშო დღის გამორჩეული შეხვედრა “მესტალიაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ვალენსია” მე-4 ადგილოსან “სევილიას” დაუხვდა და ქულა მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ “მესტალიაზე” შეკრებილმა პუბლიკამ გატანილი გოლები ვერ იხილა, შეხვედრა კარგი სანახავი გამოდგა. ორივე გუნდს გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, იყო საკამათო ეპიზოდებიც, როდესაც ფეხბურთელები მსაჯის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ.

პირველი სახიფათო მომენტი მე-13 წუთზე “ღამურებმა” შექმნეს: ფაბიან ორელიანამ საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და მშვენიერი გოლი გაჰქონდა, მაგრამ სერხიო რიკომ ივარგა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ორ წუთში სტუმრების ერთ-ერთი ლიდერი ვიტოლო დაშავდა და მის ნაცვლად მოედანზე სტევან იოვეტიჩი შემოვიდა, რომელსაც გამოსვლიდან ორ წუთში 100%-იანი საგოლე მომენტი შეექმნა, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. 24-ე წუთზე კი, მარტინ მონტოიას შესანიშნავი სოლო რეიდის შემდეგ, მუნირ ელ ჰადადის მართებდა გატანა, თუმცა მარიანომ ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.

მეორე ნახევარში საკამათო ეპიზოდები მრავლად იყო: სიმონე ძაძა ჯერ პენალტის დანიშვნას ითხოვდა, ხოლო მეორე შემთხვევაში მან გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა მასზე ხელით თამაში დააფიქსირა და გოლი გააუქმა. საპასუხოდ, ანდალუსიელები დიეგო ალვეშზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშის დაფიქსირებას და მის გაძევებაც ითხოვდნენ, თუმცა გონსალეს გონსალესმა ეს ეპიზოდიც გაატარა – 0:0.

“ღამურები” 40 ქულით მე-11 ადგილზე არიან, ხოლო “სევილია” 62 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს და მის წინ მყოფ “ატლეტიკოს” 3 ქულით ჩამორჩება.

“გრანადას” მწვრთნელის პოსტზე საშინელი დებიუტი გამოუვიდა ტონი ადამსს. ანდალუსიური კლუბი საკუთარ მოედანზე გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე “სელტას” დაუპირისპირდა, რომელმაც ხუთშაბათს ევროპა ლიგაზე ძალიან რთული შეხვედრა გამართა. მიუხედავად ამისა, “ლოს კარმენესის” ბინადრები უშანსოდ 0:3 დამარცხდნენ და აწი ლა ლიგა 2-ში გავარდნისგან სასწაული თუ იხსნით.

თან ძალიან გაუმართლა და თან არა მე-17 ადგილზე მყოფ “ლეგანესს”. კასტილიელებს იმ მხრივ გაუმართლათ, რომ გასავარდნ ზონაში მყოფმა სამივე კლუბმა წააგო. რაც შეეხება უიღბლობას, ასიერ გარიტანოს შეგირდები შინ “ესპანიოლს” დაუპირისპირდნენ და ქულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ცვლილებაზე შემოსულმა ლეო ბაპტიშტაომ მასპინძლები 92-ე წუთზე დაამწუხრა – 0:1. “ლეგანესს” 27 ქულა აქვს და “ხიხონს” 5 ქულით უსწრებს.

“ბეტისმა” “ბენიტო ვილამარინზე” ევროპა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი “ეიბარი” დაჯაბნა, 34 ქულა დააგროვა და გავარდნის საფრთხე საბოლოოდ მოიშორა.

ლეგანესი – ესპანიოლი 0:1 (0:0)

ლეგანესი, “ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარქე”

ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი, სიოვასი, მანტოვანი, ტიტო, მარინი, მორანი, რ.პერესი (ტიმორი 68), ელ ჟარი, შიმანოვსკი (მაჩისი 88), გერერო (ლუსიანო 62).
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

ესპანიოლი (4-4-2): დავიდ ლოპესი, დავიდ ლოპესი, დ.რეიესი, ხ.ლოპესი, კარისოლი, როკა, ფუეგო, პიატი (ჰ.პერესი 76), ხურადო (მ.ნავარო 86), კაისედო (ბაპტიშტაო 65), ხ.მორენო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლი: ბაპტიშტაო (92)
გაფრთხილებები: რ.პერესი – კაისედო, ფუეგო
მსაჯი: კლოს გომესი

ვალენსია – სევილია 0:0

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, გარაი, მანგალა, ლატორე, მ.მონტოია, ე.პერესი, პარეხო (მინა 87), ელ ჰადადი (კანსელო 73), სოლერი, ორელიანა (ნანი 80), ძაძა.
მწვრთნელი: ვორო

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, ლენგლეტი, პარეხა, მარიანო, ესკუდერო, ნ’ზონზი, იბორა, სარაბია, ფ.ვაზკესი (მ.მონტოია 82), ვიტოლო (იოვეტიჩი 15), ხ.კორეა.
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

გაფრთხილებები: ლატორე, ე.პერესი, სოლერი – იოვეტიჩი, იბორა
მსაჯი: გონსალეს გონსალესი

ბეტისი – ეიბარი 2:0 (1:0)

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (5-3-2): ადანი, პაცელა, ბ.გონსალესი, ტოსკა, დურმისი, რ.ნავარო, პარდო (პეტროსი 84), მარტინი (სებალიოსი 62), ბრასანაჩი, ალეგრია, ხოაკინი (დონკი 73).
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

ეიბარი (4-4-2): იოელი, ლეიუნი, რამისი (გალვესი 26), კაპა, ლუნა, ესკალანტე (რივერა 63), დ.გარსია, ბებე (ინუი 46), პ.ლეონი, კიკე, ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

გოლები: 1:0 მარტინი (2), 2:0 სებალიოსი (89)
გაფრთხილებები: მარტინი, ბ.გონსალესი, პაცელა, პარდო – კაპა, ლეიუნი, დ.გარსია, კიკე
მსაჯი: მატეუ ლაოსი

გრანადა – სელტა 0:3 (0:1)

გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (4-3-3): ოჩოა, საუნიე, ინგასონი, გ.სილვა, ვეზო, აგბო, ვაკასო, კრინი (ბოგა 74), ა.პერეირა (ლიტრი 74), კრავეტსი (კარსელა-გონსალესი 46), პონსე.
მწვრთნელი: ტონი ადამსი

სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, ა.ლემოსი, ს.გომესი, პლანასი, რონკალია, მ.დიასი, ჩეიკი, ჰიულსაგერი (რადოია 69), ხოზაბედი (სენე 80), ბონგონდა, ბივუ (სისტო 83).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 0:1 ხოზაბედი (23), 0:2 მ.დიასი (73), 0:3 ბივუ (76)
გაფრთხილებები: ინგასონი, ვაკასო, კრავეტსი, გ.სილვა, პონსე – მ.დიასი, ა.ლემოსი
მსაჯი: მარტინეს სანჩესი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14737