სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

23:29 | 16.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელმა და „ფერარიმ“ ტემპი აკრიფეს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

სებასტიან ფეტელმა ბაჰრეინის დიდი პრიზი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა. მართალია, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს რბოლის დასაწყისში გაუმართლა, როცა ტრასაზე პეისკარი გამოვიდა, შემდეგ კი პიტლეინზე შესვლისას, დანიელ რიკარდოს ბლოკირებისთვის, ლუის ჰამილტონი ბოქსებში 5-წამიანი გაჩერებით დააჯარიმეს, მაგრამ მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფინიშამდე სრულად აკონტროლებდა რბოლას და დამსახურებულად გაიმარჯვა.

რაც მთავარია, „ფერარი“ გამარჯვების გემოს იხსენებს და შორს ალბათ ის დროც არაა, როცა სამქიმიანებს რეალურ მეტოქეობას გაუწევს. ეს კი ზაფხულის დასაწყისშია მოსალოდნელი, როცა მარანელოელები თავიანთი ბოლიდის მნიშვნელოვან განახლებას აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ ჰამილტონი და პოულის მფლობელი ვალტერი ბოტასი განსხვავებული ტაქტიკით ასპარეზობდნენ. ბრიტანელი მეორე პიტ სტოპს რბოლის მიწურულს გეგმავდა, მაგრამ ტაქტიკა მას შემდეგ შეცვალა, რაც ბოქსებში მეორედ ვიზიტმა, ჯარიმის მოსახდელად მოუწია. მისმა გუნდმა სასწრაფოდ გამოთვალა, ეყოფოდა თუ არა რეზინი რბოლის ბოლომდე და მეორე პიტ სტოპი გაუუქმა.

გაცვეთილი საბურავების მიუხედავად, ჰამილტონმა რბოლის მიწურულს მაღალი ტემპი აკრიფა და მართალია, ჯარიმის მოხდის შემდეგ ფეტელთან 19-წამიანი ჩამორჩენა მინიმუმადე შეამცირა, მაგრამ შესატევ მანძილზე მისაახლოებლად დრო აღარ ეყო. ფეტელმა თავის კარიერაში 44-ე გამარჯვება ჩაიწერა და 68 ქულას მოუყარა თავი. ის ახლა შვიდ ქულას უგებს ჰამილტონს, მათი უახლოესი მდევარი კი ბოტასია, რომლის ანგარიშზეც მხოლოდ 38 ქულა აქვს.

რბოლის შემდეგ, ფეტელი მეცხრე ცაზე იყო, ჰამილტონმა კი მის მიერ დაშვებული შეცდომისთვის გუნდს მოუბოდიშა და ბოტასს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ რბოლისას უბრძოლველად გასწრების საშუალება მისცა. ბოტასის რბოლა კი სტარტამდე გაფუჭდა მას შემდეგ, რაც მისი მომსახურე გენერატორი გაფუჭდა და ამის გამო, მანქანაზე საბურავებში წნევა არასწორად დააყენეს. ამასთან, ბოტასმა განაცხადა, რომ მაღალი ტემპის შენარჩუნება ვერც პირველი პიტ სტოპის შემდეგ მოახერხა.

„შესანიშნავი რბოლა იყო, არც კი ვიცი, რა ვთქვა. საპატიო წრის გავლისას ფოიერვერკი ამოქმედდა და გავიფიქრე, მომწონს, რასაც ვაკეთებ. დასაწყისშივე ვგრძნობდი, რომ სწრაფი ვიყავი, მაგრამ ვალტერის გასწრებას ვერ ვახერხებდი. ის შეცდომებს არ უშვებდა. ამიტომ ადრეული პიტ სტოპის ხარჯზე გასწრება ვცადეთ. და როცა ამის შემდეგ, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, გავიფიქრე - ო, არა, ოღონდ ისევ ეს არა. მაგრამ გაოცებული დავრჩი, როცა პეისქარის უკან პირველი მე აღმოვჩნდი. ვფიქრობდ, რომ რბოლის შენელების გამო, ადრეული პიტ სტოპის უპირატესობა დავკარგე, მაგრამ ასე არ მოხდა. რბოლის კონტროლი სასიამოვნო იყო. ბოლოს ლუისი კი მეწეოდა, მაგრამ დღეს მე ოცნების მანქანას ვმართავდი“, - ყვებოდა გახალისებული ფეტელი.

იმ დროს, როცა „ფერარი“ კვლავ დაუბრუნდა ტიტულის მაძიებელთა რიგებს, „მაკლარენის“ წარუმატებლობები გრძელდება. სტოფელ ვანდოორნმა სტარტზე გამოსვლაც კი ვერ მოახერხა, ფერნანდო ალონსო კი რბოლას ბოლო წრეზე გამოეთიშა და ფინიშზე მე-14 ადგილის კლასიფიკაცია მიიღო.

ბაჰრეინის დიდი პრიზი

სახირი, დისტანცია 308.238 კმ (5.412 კმ, 57 წრე)

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:33:53.373
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +00:06.600
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 00:20.397
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:22.475
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:39.346
  6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 00:54.326
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 01:02.606
  8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 01:14.865
  9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 01:20.188
  10. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 01:35.711
  11. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1 წრე
  12. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე
  13. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1 წრე

14გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 3 წრე

გ. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 7 წრე

გ. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 45 წრე

გ. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 45 წრე

გ. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 46 წრე

გ. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 48 წრე

გ. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) სტარტის გარეშე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:32.798, 46-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 68 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 61; 3. ვალტერი ბოტასი - 38; 4. კიმი რაიკონენი - 34; 5. მაქს ფერსტაპენი - 25; 6. დანიელ რიკარდო - 22; 7. ფელიპე მასა - 16; 8. სერხიო პერესი - 14; 9. კარლოს საინსი - 10; 10. რომენ გროჟანი - 4; 11. კევინ მაგნუსენი - 4; 12. ესტებან ოკონი - 3; 13. ნიკო ჰულკენბერგი - 2; 14. დანილ კვიატი - 2

კონსტრუქტორთა პირველობა

1. ფერარი - 102 ქულა; 2. მერსედესი - 99; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 47; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 17; 5. უილიამს-მერსედსი - 16; 6. ტორო როსო-რენო - 12; 7. ჰაას-ფერარი - 8; 8. რენო - 2; 9. ზაუბერ-ფერარი - 0; 10. მაკლარენ-ჰონდა - 0

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112675
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X