ფეხბურთი

17:55 | 15.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ბუსკეტსი დაუბრუნდა, მასკერანო – გამოაკლდა

“ბარსელონას” ლა ლიგის 32-ე ტურის მატჩში ხავიერ მასკერანო დააკლდება, რომელმაც “იუვენტუსთან” წაგებულ (0:3) მატჩში კუნთი დაიზიანა.

არგენტინელი ფეხბურთელის გარდა, “ბლაუგრანას” ლაზარეთში არდა თურანი, ალეიშ ვიდალი და რაფინია იმყოფებიან, ხოლო ნეიმარი დისკვალიფიცირებულია. სამაგიეროდ, კატალონიურ გრანდს სერხიო ბუსკეტსი დაუბრუნდა, რომელმაც “იუვენტუსთან” გამართული შეხვედრა ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 32-ე ტურში “ბარსელონა” შინ “სოსიედადს” დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა დღეს საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112203