ფეხბურთი

19:13 | 14.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: “იუვესთან” ქამბექი უფრო ადვილი იქნება, ვიდრე პსჟ-თან”

კატალონიური “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მიიჩნევს, რომ მის გუნდს “იუვენტუსთან” ჩამორჩენის აღმოფხვრა უფრო ადვილად შეუძლია, ვიდრე ეს მერვედფინალში, “პარი სენ-ჟერმენთან” გააკეთა.

ესპანელ სპეციალისტს ამის თქმის საფუძველს მხოლოდ სამბურთიანი ჩამორჩენა აძლევს.

“პსჟ-თან შეხვედრისგან განსხვავებით, ახლა გაცილებით ნაკლები დრო გვაქვს საპასუხო მატჩისთვის მოსამზადებლად, მაგრამ ეჭგარეშეა, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. ბოლომდე ვიბრძოლებთ და კარგად ვიცით, რომ ახლა ერთით ნაკლები გოლის გატანაც საკმარისი იქნება, ვიდრე ეს პარიზელებთან დაპირისპირების დროს იყო.

ამიტომაც, ვფიქრობ, ახლა უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, ვიდრე პსჟ-თან პირველი თამაშის მერე გვქონდა. თუმცა, შეცდომები არ უნდა დავუშვათ და იღბალიც ჩვენს მხარეს უნდა იყოს”, - განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” მატჩი 19 აპრილს გაიმართება. თუმცა, იქამდე “ბარსა” ესპანეთის ჩემპიონატში “რეალ სოსიედადს” ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114444