ფეხბურთი

16:02 | 14.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის ფეხბურთელი – კრიშტიანუ რონალდუ

უეფას ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა. უეფას ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა სწორედ მადრიდის “რეალის” შემტევს ერგო.

რონალდუმ, რომელმაც მიუნხენის “ბაიერნის” კარში დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩი მოაგებინა, ხმების 57% მიიღო და საგრძნობლად აჯობა მეორეადგილოსანს.

მეორე ადგილი კი, ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელ პაულო დიბალას ერგო – 33%. არგენტინელმაც თავი ორი გოლით გამოიჩინა, ხოლო მისმა გუნდმა “ბარსელონა” 3:0 გაანადგურა.

მესამე ადგილზეც დუბლის ავტორი გავიდა – კილიან მბაპე (6%). თინეიჯერი ფრანგი “მონაკოს” წარუძღვა დორტმუნდში და გამარჯვებინა – 3:2. ბოლო, მეოთხე ადგილი კი, ანტუან გრიზმანს ერგო, რომელსაც ხმების მხოლოდ 4% ხვდა წილად.

0.126289