ფეხბურთი

15:01 | 14.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟან-მიშელ ოლა: “სტამბოლში თამაში უმაყურებლოდ უნდა ჩატარდეს”

ფრანგული “ლიონის” პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა შეშფოთებულია და უეფას მოუწოდებს, საპასუხო მატჩი “ვოდაფონ არენაზე” მაყურებლის გარეშე ჩაატაროს. როგორც გამოცდილმა ფრანგმა განაცხადა, ეს იქნება მოცემულ სიტუაციაში ერთადერთი მართებული გადაწყვეტილება.

“ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება იქნება. იმედია, უეფა მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მოხდარი ფაქტი არ განმეორდეს. ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, “ლიონის” გულშემატკივრები სტამბოლში გავუშვათ და ამით მათი სიცოცხლე რისკის ქვეშ დავაყენოთ.

30 წლის განმავლობაში არასდროს მინახავს ისეთი რამ, რაც გუშინ ლიონის ქუჩებში და სტადიონზე ხდებოდა”, - უთხრა ოლამ AFP-ს.

შეგახსენებთ, რომ “ლიონისა” და “ბეშიქთაშის” შეხვედრა 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რადგან თურქი გულშემატკივრები ფრანგების სექტორის მისამართით პეტარდებსა და სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ. “ლიონის” ქომაგებს კი, თავის საშველად სათამაშო მოედანზე გადასვლა მოუწიათ.

გარდა ამისა, “ბეშიქთაშის” ფანებმა ლიონის ქუჩებზეც მიიტანეს იერიში. საბოლოოდ, თამაში მაინც შედგა და “ლიონმა” ორ წუთში გატანილი ორი გოლით გაიმარჯვა – 2:1.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124199