თამაშგარე

13:01 | 14.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “იმედია, ტრამპი და პუტინი გამოსავალს იპოვიან”

“მანჩესტერ სიტის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ “დორტმუნდისა” და “მონაკოს” მატჩის წინ მომხდარ აფეთქებაზე და სირიის კომფლიქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმედია, ვითარებას მსოფლიო ლიდერები განმუხტავენო.

“ვიყავი ცოტა შეშინებული, მსოფლიოში ბევრი საშინელება და სიგიჟე ხდება. რა ხდება სირიაში... ვიდმედოვნებ, რომ ტრამპი, პუტინი და ჩინეთი ამ სიტუაციიდან გამოსავალს იპოვიან. თუ ასე არ მოხდება, მაშინ არ ვიცი, როგორ დამთავრდება ყოველივე. ჩვენ ცხოვრება შიშის გარეშე უნდა გავაგრძელოთ”, - განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113262