ფეხბურთი

23:58 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივის" 13-წლამდელთა ამბები ესპანეთიდან

ბარსელონაში, კოსტა ბრავას საერთაშორისო ტურნირზე, თბილისის "ლოკომოტივის" აკადემიის 13-წლამდე გუნდმა 13 აპრილს ორი მატჩი გამართა. გიორგი ჩიტაურის ფეხბურთელები, ორივე შეხვედრაში ესპანურ კლუბებს დაუპირისპირდნენ. "ატლეტიკთან" და "საბადელთან" ერთნაირი ანგარიშით, 0:6 დამარცხდნენ. "ლოკომოტივმა" ჯგუფის პირველ მატჩში იაპონურ "კიუში სელექტთან" 1:1 ითამაშა.

ჩვენი აკადემიის გუნდი ჟ ჯგუფში მესამე ადგილზეა. ტურნირის წესდების მიხედვით, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, მესამე და მეოთხე ადგილოსნები, ტურნირის საპრიზო ადგილისთვის ბრძოლას ცალკე განაგრძობენ. ხოლო, პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ცალკე კალათაში ხვდებიან.

"ლოკომოტივი" მომდევნო მატჩს 1/16 ფინალურ ეტაპზე 14 აპრილს გამართავს.

"ლოკომოტივის" პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114756