ფეხბურთი

20:25 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2: ქვემოქართლურ დერბიში რუსთაველებმა მოიგეს

ეროვნულ ლიგა2-ში მეშვიდე ტური დასრულდა. ლიდერობა გაიმყარა მარტვილის "მერანმა", რომელმაც სტუმრად 2:0 აჯობა ლანჩხუთის "გურიას". გიორგი მიქაძის გაწვრთნილ გუნდს ხუთქულიანი ჰანდიკაპი აქვს მეორეადგილოსან "გაგრასთან", რომელმაც ასევე 2:0 იმარჯვა "ზუგდიდთან" გასვლაზე. ზუგდიდელები ბოლო ადგილზე არიან, მხოლოდ ერთი ქულა აქვთ.

"ვიტ ჯორჯიამ" 4:2 სძლია "მეშახტეს" და დუბლი შეასრულა ზურაბ ღირდალაძემ, რომელსაც 6 გოლი აქვს აქტივში.

და ქვემოქართლურ დერბიში "რუსთავმა" 1:0 მოუგო ბოლნისის "სიონს". გოლი ზვიად ლობჯანიძემ გაიტანა, რომელსაც ბოლნისელთა გუნდშიც უთამაშია. რუსთაველები ჯერ მეექვსე ადგილზე არიან, მაგრამ მეორეადგილოსანს მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩებიან.

ზუგდიდი - გაგრა 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 კიკნაძე (9), 0:2 გ.ე. ტყეშელაშვილი (62)

რუსთავი - სიონი (ბოლნისი) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ზვიად ლობჯანიძე (10)

გურია (ლანჩხუთი) - მერანი (მარტვილი) 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 ბარაბაძე (18), 0:2 ლომაშვილი (37)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) - მეშახტე (ტყიბული) 4:2 (3:0)

გოლები: 1:0 ღირდალაძე (2), 2:0 ღუდუშაური (12), 3:0 ღირდალაძე (28), 3:1 ლომია (84), 4:1 ვაზაგაშვილი (90+1), 4:2 მარტინსი (90+3)

57-ე წუთზე დავლაშელიძემ (ვიტ ჯორჯია) პენალტი ვერ გამოიყენა

ოთხშაბათს, ტურის პირველ მატჩში წყალტუბოს "სამგურალმა" დავით ციცხვაიას გოლით 1:0 მოუგო "ცხინვალს".

1. მერანი 7 6 1 0 16 3 +13 19 სამ
2. გაგრა 7 4 2 1 8 2 +6 14 მეშ
3. სამგურალი 7 4 1 2 10 7 +3 13 მერ
4. ვიტ ჯორჯია 7 4 0 3 13 10 +3 12 რუს
5. სიონი 7 4 0 3 7 5 +2 12 გურ
6. რუსთავი 7 3 1 3 12 10 +2 10 ვიტ
7. მეშახტე 7 2 1 4 10 16 -6 7 გაგ
8. ცხინვალი 7 2 1 4 10 15 -5 7 ზუგ
9. გურია 7 2 0 5 9 14 -5 6 სიო
10. ზუგდიდი 7 0 1 6 5 18 -13 1 ცხი

0.122751