ფეხბურთი

19:40 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრები

უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ტრადიციულად კვირის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა. საბოლოოდ, საუკეთესო თერთმეტეულში ტურინის “იუვენტუსის” დომინირება დაფიქსირდა: 5 ფეხბურთელი სწორედ “ბებერი ქალბატონის” შემადგენლობიდან მოხვდა სიმბოლურში.

აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში დამარცხებულ გუნდთაგან მხოლოდ “დორტმუნდის” მოთამაშეს ერგო საუკეთესო თერთმეტეულში ადგილი: შინჯი კაგავა.

სხვა მხრივ კი, უეფას ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდი ასეთია:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”)

მცველები: დიეგო გოდინი (“ატლეტიკო”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), ფილიპე ლუისი (“ატლეტიკო”), ალექს სანდრო (“იუვენტუსი”)

ნახევარმცველები: კილიან მბაპე (“მონაკო”), შინჯი კაგავა (“დორტმუნდი”)

თავდამსხმელები: პაულო დიბალა (“იუვენტუსი”), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”)

0.111739