ფეხბურთი

17:13 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი საუკეთესო პრემიერლიგელის მოლოდინში

ინგლისის პრემიერლიგა წლის საუკეთესო ფეხბურთელებს 23 აპრილს გამოავლენს. დასახელდნენ ნომინანტები, რომელთა შორის არიან: ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველები ედენ აზარი და ნგოლო კანტე, "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, "ტოტენჰემის" ფორვარდი ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), "ევერტონიდან" რომელუ ლუკაკუ (“ევერტონი”) და ლონდონის "არსენალიდან" ალექსის სანჩესი.

გარდა ამისა, კეინი და ლუკაკუ წარდგენილნი არიან საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაში, ისევე როგორც დელე ალი, ლეროი სანე, მაიკლ კინი და ჯორდან პიკფორდი.

აზარი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი 2013-2014 წლების სეზონში გახდა, დანარჩენ ნომინირებულ ფეხბურთელებს კი ეს ჯილდო ჯერ არცერთხელ მოუპოვებიათ.

პრემიერლიგაში საუკეთესოდ 2-ჯერ დაუსახელებიათ: მარკ ჰიუზი, ალან შირერი, ტიერი ანრი, კრიშტიანუ რონალდუ და გარეტ ბეილი.

0.109838