ფეხბურთი

14:23 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელები ევროპის ჩემპიონატისთვის დაჯგუფდნენ

დღეს, თბილისში, 19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. ღონისძიებას მონაწილე გუნდების წარმომადგენლები და უეფას ოფიციალური პირები დაესწრნენ.

საქართველო ფინალურ ეტაპზე ევროპის საუკეთესო 7 გუნდს მასპინძლობს და ინგლისის, გერმანიის, ჰოლანდიის, პორტუგალიის, შვედეთის, ბულგარეთის და ჩეხეთის ამავე ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად საქართველოს ნაკრები შეეცდება, რომ ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლოს.

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე რვა გუნდი ორ ქვეჯგუფად დაიყო. საქართველოს ნაკრები A ჯგუფის პირველ ნომრად არის განთავსებული და მისი მეტოქეები ჩეხეთი, პორტუგალია და შვედეთი გახლავთ.

A ჯგუფი

საქართველო

ჩეხეთი

შვედეთი

პორტუგალია

B ჯგუფი

გერმანია

ინგლისი

ბულგარეთი

ჰოლანდია

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის 2-დან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მას თბილისის - მიხეილ მესხის და გორის – თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონები უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11602