ფეხბურთი

19:05 | 12.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" "ცხინვალს" მოუგო

გაიმართა ეროვნული ლიგა 2-ის მეშვიდე ტურის პირველი მატჩი. წყალტუბოს "სამგურალმა" 1:0 აჯობა "ცხინვალს" და მეორე ადგილზე გადაინაცვლა: სანამ სხვა გუნდები ითამაშებენ. გია გიგატაძის გაწვრთნილებს 13 ქულა აქვთ, "ცხინვალი" კი ბოლოდან მესამეზეა.

ერთადერთი გოლი საწყის წუთებზე გაიტანა დავით ციცხვაიამ.

ტურის სხვა მატჩები ხვალ გაიმართება და ყველა 16:00 საათზე დაიწყება: გურია-მერანი, ვიტ ჯორჯია-მეშახტე, რუსთავი-სიონი, ზუგდიდი-გაგრა

სამგურალი - ცხინვალი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ციცხვაია (10)

1. მერანი 6 5 1 0 14 3 +11 16
2. სამგურალი 7 4 1 2 10 7 +3 13
3. სიონი 6 4 0 2 7 4 +3 12
4. გაგრა 6 3 2 1 6 2 +4 11
5. ვიტ ჯორჯია 6 3 0 3 9 8 +1 9
6. რუსთავი 6 2 1 3 11 10 +1 7
7. მეშახტე 6 2 1 3 8 12 -4 7
8. ცხინვალი 7 2 1 4 10 15 -5 7
9. გურია 6 2 0 4 9 12 -3 6
10. ზუგდიდი 6 0 1 5 5 16 -11 1

0.116369