ფეხბურთი

18:06 | 12.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრების სავარაუდო მეტოქეები

ფუტსალში ევროპის 2018 წლის პლეი-ოფის წილისყრა 6 ივლისს გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის 8 ნაკრები იბრძოლებს. მეინ რაუნდის დასრულების შემდეგ, საქართველოს ფუტსალის ნაკრების სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა გაირკვა. პლეი-ოფში გასული გუნდები: საქართველო, უნგრეთი, ხორვატია, რუმინეთი, სერბეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და საფრანგეთი. რვა გუნდისგან წილისყრის შედეგად ოთხი წყვილი შედგება. გამარჯვებული ოთხი ნაკრები კი სლოვენიაში გაემგზავრება.

პლეი-ოფის პირველი მატჩები 10-13 სექტემბერს და 24-27 სექტემბერს ჩატარდება. 2018 წელს ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს სლოვენია 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს. ამ დროისთვის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე მხოლოდ რვა გუნდის ვინაობაა ცნობილი: სლოვენია, იტალია, აზერბაიჯანი, უკრაინა, პორტუგალია,ესპანეთი,ყაზახეთი და რუსეთი.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117105