ფეხბურთი

12:55 | 12.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: “ბარსელონასთვის” პირველი ტაიმი პრობლემატური გახდა”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი გუნდისთვის პირველი ტაიმი პრობლემატური გახდა, თუმცა სირთულის მიუხედავად იმედს მაინც იტოვებს.

მატჩის პირველი ნაწილი ძალიან რთული იყო, როგორც პარიზში. მეორე ნახევარში გამოვასწორეთ, მაგრამ ჩვენთვის პირველი ტაიმი პრობლემატური გახდა. არ გაგვიმართლა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შედეგი შემოვატრიალოთ. უნდა მოვახდინოთ რეალიზება და ავირჩიოთ სწორი ტაქტიკა”, - განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” შორის განმეორებითი მატჩი 19 აპრილს თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება

.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114645