ფეხბურთი

22:15 | 11.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ასათიანი: “ეს მთელი ქვეყნის წარმატებაა”

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა პლეი-ოფში გასვლა საქართველოს მიულოცა. როგორც მან თქვა, ეს არაა მხოლოდ ფუტსალის წარმატება. იქვე, ასათიანმა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ვულოცავ მთელ საქართველოს – ეს არაა მხოლოდ ფუტსალის წარმატება, არამედ მთლიანად ქვეყნის. მინდა ყველა გულშემატკივარს მადლობა ვუთხრა ფეხბურთელების სახელით, რომლებიც გვერდში გვედგა. ჩვენ თამაშის წინ ვთქვით, რომ ან მოედანზე მოვკვდებოთ, ან შემდეგ ეტაპზე გავიდოდით და ბიჭებმა ხუთიანზე შეასრულეს დასახული მიზანი. მაგარი ბიჭები არიან, ჩვენ დიდი ხანია ამ გზაზე მოვდიოდით და კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ერთხელ.

პლეი-ოფისთვის კი, ჯერ ვერაფერს გეტყვით. დავწყნარდებით, წილისყრაც იქნება, გავაანალიზებთ სიტუაციას და მერე ვისაუბროთ ამაზე”, - აღნიშნა ასათიანმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112783