ფეხბურთი

20:44 | 11.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 3: მეოთხე ტური

საქართველოს ლიგა 3-ში მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა. "წითელ ჯგუფში" გამოსარჩევი იყო "ჭიათურას" მარცხი ხონში (მანამდე ჭიათურელები ქულადაუკარგავად თამაშობდნენ), თუმცა ზემოიმერლები მაინც ლიდერები არიან. ხონის "იმერეთი" მეორეზეა: ჯგუფში ერთადერთია, რომელსაც გოლი არ გაუშვია და შესაბამისად, არც წაუგია.

"თეთრ ჯგუფში" თავიანთი მატჩები მოიგეს "მარკ სტარსმა", "თელავმა" და "შევარდენმაც". ჯერჯერობით, ეს სამი გუნდი სხვებზე უკეთესი ჩანს, თუმცა მხოლოდ ოტხი ტურია გასული.

წითელი ჯგუფი

კოლხეთი (ხობი) - მარგვეთი 2006 (ზესტაფონი) 4:1

ბეთლემი (ქედა) - სულორი (ვანი) 2:1

ოდიში1919 (ზუგდიდი) - საპოვნელა (თერჯოლა) 0:0

სქური (წალენჯიხა) - სამეგრელო (ჩხოროწყუ) 0:0

იმერეთი (ხონი) - ჭიათურა 1:0

თეთრი ჯგუფი

ნორჩი დინამო(თბილისი) - ალგეთი (მარნეული) 6:1

თელავი - ლიახვი (ცხინვალი) 1:0

ჩხერიმელა (ხარაგაული) - გარდაბანი 2:2

შევარდენი 1906 (თბილისი) - ფკ გორი 4:2

ბორჯომი - მარკ სტარსი (თბილისი) 0:1

@

0.100515