ფეხბურთი

0:20 | 12.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი: “ნეიმარი მესის დონისაა”

“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი მარჯო ვერატი Bein Sport-თან საუბრისას რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო. იტალიელის თქმით, “ბარსელონასთან” მარცხს ვერაფრით გაამართლებს, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვთ შანსი, ტიტული მოვიგოთო.

“ბარსელონასთან მარცხი? მე ვიცი, რომ ჩვენ არანაირი საბაბი არ გვაქვს თავი გავიმართლოთ. ეს ფეხბურთია. სილამაზეც და მისი ხიბლიც სწორედ ამაშია. ჩემპიონატშიც ბევრი ქულა დავკარგეთ, მაგრამ ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი ტიტული მოვიპოვოთ. ნეიმარი? ის საუცხოოდ თამაშობს, ასაკში სხვაობაა, თუმცა ის უკვე მესის დონეზეა”.

შეგახსენებთ, რომ ვერატი დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად მიიჩნევა და მისი მონაპოვარი მიმდინარე სეზონში – 36 მატჩში 2 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128893