ფეხბურთი

15:57 | 11.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამოს" 13-წლამდელები ბულგარეთში გაემგზავრნენ

"დინამო თბილისის" 13-წლამდელთა გუნდი, ვახტანგ იაგორაშვილის ხელმძღვანელობით, ბულგარეთში გაემგზავრა. დინამოელები საერთაშორისო ტურნირში Harmony League მიიღებენ მონაწილეობას.

დინამოელები 12-დან 16 აპრილის ჩათვლით პოლონურ "კრაკოვიას", სერბულ "ცრვენა ზვეზდას", ბულგარულ "ბეროეს", განის "ზეინ იუნაიტედსა" და რუმინულ "დინამო ბუქარესტს" დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი თბილისელებს 12 აპრილს "დინამო ბუქარესტთან" ექნებათ.

დინამოელები ბულგარეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ: პაპუნა ბერუაშვილი, ლუკა ჯოჯუა, საბა გეგიაძე, ლევან კობახიძე, ლუკა არჩაია, თორნიკე მოლაშვილი, დავით ქართველიშვილი, ჯადული იობაშვილი, ომარ თოდუა, გიორგი ბაბლუანი, ლუკა ნიკოლაიშვილი, ნიკოლოზ მელქაძე, გიორგი აღდგომელაშვილი, მუხრან ბაგრატიონი, საბა თათულაშვილი, ლუკა ლაცაბიძე, ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი და ალექსანდრე გაფრინდაშვილი.

"დინამოს" პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116287