ფეხბურთი

14:51 | 11.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ხოჭოლავამ “შახტართან” კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ოდესის “ჩერნომორეცის” მცველი დავით ხოჭოლავა კარიერას დონეცკის “შახტარში” გააგრძელებს. “შახტარის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და დონეცკელებს 2017-2018 წლების სეზონიდან შეუერთდება.

24 წლის ცენტრალური მცველი უკრაინის პრემიერლიგაში შესანიშნავად ასპარეზობს, ფაქტობრივად ყოველი ტურის შემდეგ სიმბოლურ ნაკრებში ხვდება და თავის პოზიციაზე მუდმივად საუკეთესოთა შორის სახელდება. “შახტარში” მის გადასვლაზეც კარგა ხანია საუბრობდნენ.

დავით ხოჭოლავას საქართველოში თბილისის “სასკოში” , რუსთავის “მეტალურგში”, ბოლნისის “სიონში”, თბილისის “დინამოში”, ფოთის “კოლხეთში” და ქობულეთის “შუქურაში” უთამაშია. 2015 წლიდან “ჩერნომორეცის” ღირსებას იცავს და უკრაინის პრემიერლიგაში აქამდე ჩატარებულ 39 მატჩში 3 გოლი გაიტანა. კლუბში წარმატებული თამაშით საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ყურადღებაც დაიმსახურა და გასული წლიდან ეროვნული გუნდის წევრია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113883