ფეხბურთი

14:20 | 11.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ

რობერტ ლევანდოვსკის შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩი “რეალის” წინააღმდეგ გაუცდეს. პოლონელი ბოლო ტურში “ბორუსასთან” (4:1) მინდორზე უხერხულად დაეცა და მარჯვენა მხარი დაუზიანდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს დილით ფეხბურთელმა ივარჯიშა, მისი მოედანზე გამოსვლა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. თუმცა “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მაინც იმედოვნებს, რომ ოთხშაბათ საღამოს პოლონელი გუნდთან ერთად იქნება.

შეგახსენებთ, რომ “მადრიდის რეალს” მიუნხენური გრანდი 12 აპრილს უმასპინძლებს, თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114058