ფეხბურთი

13:19 | 11.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მასკერანო: “ტურინში გამარჯვებისთვის ჩამოვედით”

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა ხავიერ მასკერანომ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. არგენტელი მიიჩნევს, რომ “იუვენტუსთან” თამაში შურისძიების არ იქნება.

“არ ვფიქრობ, რომ ეს შურისძიების მატჩი იქნება, რადგან დაკარგულს ვერ დაიბრუნებ. ჩვენ მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ თუ როგორ ვაჩვენოთ კარგი თამაში და მივიღოთ დადებითი შედეგი. იგუაინი და დიბალა? მათთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ამ ორ ფეხბურთელს თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ, რადგან ვიცით, რომ “იუვენტუსი” სახლში ადვილად არაფერს დათმობს, თუმცა ტურინში მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩამოვედით”, -თქვა მასკერანომ.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” მატჩი 11 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119289