ფეხბურთი

12:50 | 11.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: “ბერლინის ფინალისთვის არასოდეს მიყურებია”

ტურინის იუვენტუსის გამოცდილმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა “ბარსელონასთან” მატჩის წინ ჟურნალისტებთან საუბარში ბერლინის ფინალი გაიხსენა და თქვა, რომ იმ თამაშის ჩანაწერისთვის არასოდეს უყურებია, თუმცა ყველაფერი ახსოვს.

“ბერლინის ფინალისთვის არ მიყურებია, თუმცა ყველაფერი კარგად მახსოვს. ამ ორი წლის განმავლობაში გავიზარდეთ და ახლა განსხვავებულ სტილში ვთამაშობთ. “ბარსელონას” ფეხბურთელებს პატივს ვცემ. ჩემს ბავშვებს ძალიან უყვართ მესი და ნეიმარი. მე ამ ფაქტით მხოლოდ კმაყოფილი ვარ, რადგან მათ აქვთ კარგი გემოვნება. მომავალ თამაშს რაც შეეხება – კონკურენცია დიდია და ჩვენ ვეცდებით, რომ გუნდურად ვითამაშოთ”, - თქვა ბუფონმა.

შეგახსებებთ, რომ “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება დღეს, 11 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113371