ფეხბურთი

11:51 | 11.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივის" 13-წლამდე გუნდი კოსტა ბრავას საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

თბილისის "ლოკომოტივის" აკადემიის 13-წლამდე გუნდი, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გასამართ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს. კოსტა-ბრავას სანაპიროზე, საფეხბურთო ტურნირი 11-დან 16 აპრილის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 260-მდე საფეხბურთო კლუბის აკადემია მიიღებს.

13-წლამდე ასაკის ფეხბურთელებს შორის, ტურნირში მონაწილეობას, "ბარსელონას", "მანჩესტერ სიტის", მილანის "ინტერის", მადრიდის "ატლეტიკოს", "პორტოს", თელ ავივის "მაკაბისა" და "ესპანიოლის", ასევე აშშ-ის, იაპონიისა და სხვადასხვა ქვეყნის კლუბების აკადემიები მიიღებენ.

"ლოკომოტივის" 13-წლამდე გუნდი J ჯგუფში ესპანურ "საბადელთან", "ატლეტიკ ბისბალენკთან" და იაპონურ "კიუში სელექტთან" ერთად იასპარეზებს.

გიორგი ჩიტაურის გუნდი, ესპანეთში დღეს, გამთენიისას გაემგზავრება.

fcloco.ge

0.11294