ფეხბურთი

18:52 | 10.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის წილისყრა

13 აპრილს, თბილისში 19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება, ღონისძიებას საქართველოში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების წარმომადგენლები და უეფას ოფიციალური პირები დაესწრებიან.

ევროპის ჩემპიონობისთვის 2-15 ივლისს, საქართველოსთან ერთად, ბულგარეთის,ჩეხეთის, ინგლისის, გერმანიის, ჰოლანდიის, პორტუგალიისა და შვედეთის 19-წლამდე ნაკრებები იბრძოლებენ. დაგეგმილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის სიტყვით გამოსვლა.

წილისყრა 13 აპრილს, 14:00 საათზე სასტუმრო ჰუალინგში შედგება.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126662