ფეხბურთი

17:06 | 10.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის მერიის თასი -  პირველი ეტაპი

8-9 აპრილს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, „თბილისის მერიის თასი 2017“-ის გათამაშებას „მარაკანას“, „ავაზასა“ და „ბასას“ სტადიონებმა უმასპინძლა.

თასის ოლიმპიური ფორმატიდან გამომდინარე, შეხვედრები საინტერესო და უმეტეს შემთხვევაში დაძაბულ ორთაბრძოლებში წარიმართა.

პირველი ეტაპი „ტტც“-სა და „ქომაგების“ თამაშით გაიხსნა და ტტც-ს გამარჯვებით 1-0 დასრულდა. ცენტრალური შეხვედრა კი,„კვარტალი“ – „დიდუბეს“ დაპირისპირება იყო, რომელშიც დიდუბემ 0-2 იმარჯვა.

გამორჩეული შეხვედრა „ბასკის“ და „პლატინუმის“ დაპირისპირება იყო. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ ბასკის გამარჯვებით 4-3 დასრულდა.

პირველი ეტაპის გამორჩეული ფეხბურთელები:გაგა კირკიტაძე -„35 - თბილისი“; თორნიკე კვიტატიანი -„ბასკი“ და ინოკ ბონზე - „პლატინუმი“ გახდნენ.

თბილისის მერიის თასის მეორე ეტაპის მატჩები 13 – 14 მაისს გაიმართება.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.201496