ფეხბურთი

15:10 | 10.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მესი: “ანდრე გომეში, ჟერემი მატიე და დენის სუარესი “ბარსელონაში” არ უნდა თამაშობდნენ”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი აღშფოთებულია და ლუის ენრიკეს საყვედურობს. არგენტინელის თქმით, მწვრთნელმა გუნდისთვის საზიანო გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს. მითუმეტეს, რომ “ბარსას” დიდი შანსი ჰქონდა სატურნირო ცხრილში ქულებით “რეალს” გათანაბრებოდაო.

მესის განცხადებით, ანდრე გომეში, დენის სუარესი და ჟერემი მატიე “ბარსელონაში” არ უნდა თამაშობდნენ მნიშვნელოვან მატჩებში. ნაწილობრივ, ბოლო ტურში “მალაგასთან” მარცხიც (0:2) მათ მიაწერა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ანდრე გომეში 38 მატჩში გაისარჯა და 1 გოლის გატანა შეძლო. ჟერემი მატიემ – 15 მატჩში 1 გოლით გამოირჩინა თავი, ხოლო დენის სუარესს 33 მატჩში 3 გოლი დაუგროვდა.

0.113432