ფეხბურთი

20:50 | 10.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეა მინდორს “ჩელსისთან” მატჩში დაუბრუნდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელმა მეკარემ დავიდ დე ხეამ გასვლაზე “სანდერლენდთან” (3:0) მოგებულ შეხვედრაში ბარძაყის ტრავმის გამო ვერ ითამაშა. Sky Sport-ის ცნობით, დე ხეა მინდორს “ჩელსისთან” მატჩში დაუბრუნდება.

“მანჩესტერი” “ჩელსის” პრემიერლიგის 33-ე ტურის მატჩში შინ დაუპირისპირდება, შეხვედრა 16 აპრილს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

0.11012