ფეხბურთი

0:45 | 10.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერია A, XXXI ტური: "მილანის" წისქვილზე დასხმული წყალი

იტალიის სერია A-ს XXXI ტურმა შეიძლება ითქვას ყველაზე მეტი სარგებელი “მილანს” მოუტანა – ყოველშემთხვევაში ფაქტია, რომ “როსონერიმ” თავისი თამაში მოიგო, ხოლო უშუალო კონკურენტები “ინტერი”, “ლაციო” და “ატალანტა” სამ ქულას ვერ შესწვდნენ.

თავდაპირველად მილანის “ინტერზე” გიამბობთ: ერთი თვის წინ, სტეფან პიოლის გუნდმა მიჯრით ორი თამაში მოიგო და 12 გოლი გაიტანა (5:1 “კალიარისთან”, 7:1 “ატალანტასთან”) და მაშინ, ბევრმა იფიქრა, “ნერაძური” სეზონს მაღალ საფეხურზე დაასრულებსო, მაგრამ ასე არ ხდება. “ინტერნაციონალემ” ბოლო სამ თამაშში კინკილა ქულა მოიპოვა და უკანასკნელი ორი შეხვედრა საერთოდ წააგო. ამჯერად, მილანელები გასავარდნ ზონაში მყოფ და ერთ დროს უიმედო აუტსაიდერ “კროტონესთან” მოახერხეს და წააგეს. კალაბრიელებმა დიეგო ფალჩინელის პირველივე ტაიმში გატანილი ორი გოლით იმარჯვეს. სხვათა შორის, დავიდე ნიკოლას გუნდმა პირველ ტაიმში კარის ჩარჩოში ხუთჯერ დაარტყა და ეს საუკეთესო შედეგია მისთვის სერია ა-ში... მართალია, მეორე ნახევარში სტუმრებმა შეუტიეს, მაგრამ დანილო დ’ამბროზიოს ერთი გოლის გარდა, ვერაფერს გამორჩნენ. აღნიშნული მატჩის წაგების მერე, იტალიაში სოციალური ქსელი ძირითადად “ინტერის” ქილიკით დაკავდა. ერთ-ერთი საინტერესო ხუმრობა კი, “კროტონეს” “ბარსელონასთან” გაიგივება იყო: ფორმა ერთი ფერის აქვთ და “ინტერისთვის” ისიც “ბარსელონაოო”... ამასობაში, “ნერაძური” უკვე ევროპა ლიგის ზონის მიღმა დარჩა. თავის მხრივ, “კროტონემ” ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და სამშივდობო ზონაში მყოფ “ემპოლის” სულ რაღაც სამი ქულით ჩამორჩება. ტოსკანელთა ბოლო დროინდელ კოშმარულ თამაშს თუ გავითვალისწინებთ, სულაც არაა გამორციხული კალაბრიელებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნონ – წინ კიდევ 7 ტურია.

თუ “ინტერის” დაცინვის ობიექტი გახდა, იგივე არ ითქმის “მილანზე” – “როსონერიმ” “პალერმო” ფეერიული თამაშით და ძალზე ადვილად დაამარცხა – 4:0. შეხვედრის პერიპეტიების აღწერაზე უფრო საინტერესო ორი დაფიქსირებული შედეგია: “მილანმა” 2015 წლის სექტემბრის მერე პირველად მოახერხა ერთ ტაიმში სამი გოლის გატანა, ხოლო 2013 წლის შემდგომ, ასევე პირველად შეძლო სერია ა-ში ოთხბურთიანი სხვაობით თამაშის მოგება... “მილანმა” მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა და კონკურენტების წაფორხილების შედეგად, მეოთხე ადგილამდე მხოლოდ სამი ქულა აშორებს. დამდეგ უიქ-ენდზე კი, კალჩოში დიდი მატჩია: დერბი დელა მადონინა – “ინტერი-“მილანი”.

უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგო “ლაციომ” და მოიგო “ნაპოლიმ” – ამ ტურამდე სიმონე ინძაგის გუნდი ნეაპოლელებს 4 ქულით ჩამორჩებოდა და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის რეალური შანსი გაუჩნდებოდათ, მაგრამ ასე არ მოხდა და პირიქით, სხვაობა გაიზარდა. “ნაპოლიმ” ტაქტიკურად ძალზე ჭკვიანური თამაში აჩვენა და ხოსე კალეხონისა და ლორენცო ინსინიეს დუბლის წყალობით დამაჯერებლად მოიგო. სხვათა შორის, ინსინიეს სეზონში 14 გოლი დაუგროვდა ამით პირადი რეკორდიც დაამყარა. აქამდე ერთ სეზონში ლორენცოს საუკეთესო შედეგი 12 გოლი გალხდათ. ახლა, “ნაპოლი” 7 ქულით უსწრებს “ლაციალეს” და შეიძლება ითქვას, კალჩოში ჩემპიონთა ლიგის ზონის ინტრიგა აღარ არსებობს.

ტურინის “იუვენტუსს” ისევ კვალში მიჰყვება “რომა” – “ჯალოროსი” ბოლონიაში ჩავიდა და ადგილობრივ გუნდს ადვილად გაუსწორდა. ეს გასაკვირი არც ყოფილა: “რომა” ბევრად მაღალი დონის გუნდია, ხოლო “ბოლონია” უმოტივაციოდაა გაჩხერილი ცხრილის შუა ნაწილში. მორიგი გოლი შეაგდო ედინ ჯეკომ და ბომბარდირთა დავაში ისევ თანალიდერია.

თანალიდერი იმიტომ, რომ ანდრეა ბელოტიმ მოედანი უგოლოდ ამჯერადაც არ დატოვა. “ტორინო” თავიდან “კალიარისთან” აგებდა, მაგრამ წინ პირველივე ტაიმში გაიჭრა და მოიგო კიდეც საბოლოოდ. ბელოტიმ სეზონში 24-ე, ხოლო თავით მეათე გოლი გაიტანა. ამ კომპონენტით იგი ევროპის ტოპ ჩემპიონატში ლიდერია და მეტიც, მეორეადგილოსანს მთელი 4 გოლით უსწრებს. აქვე, ერთი საინტერესო ფაქტიც: წინა ტურში “კალიარის” რიგებში ითამაშა კვანგ-სონ ანიმ, რომელიც გახდა პირველი ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც სერია ა-ში უთამაშია. 18 წლის ფორვარდს თამაშის შესაძლებლობა ამჯერადაც მიეცა და შეხვედრის ბოლო წუთზე პრესტიჟის გოლიც გაიტანა – 2:3. შესაბამისად, თინეიჯერი ფეხბურთელი კიდევ ერთი მიღწევის ავტორი გახდა: პირველი გოლი იტალიის ჩემპიონატში, რომელიც ჩრდილოეთ კორეელმა გაიტანა.

რაც შეეხება ტურის დარჩენილ მატჩებს: “ჯენოა” ღრმა კრიზისშია და ამჯერზე უდინეში განადგურდა (0:3), ხოლო მეორე გენუური გუნდი “სამპდორია” ძალზე ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ ბოლო წუთზე ხუმა ბაბაკარის გოლით “ფიორენტინამ” ქულა გადაარჩინა.

“სამპდორია” – “ფიორენტინა” 2:2 (1:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 20 000

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; ბრესჟინსკი, სილვესტრე, სკრინიარი, დოდო (რეჯინი 73); ლინეტი (ალვარესი 69), ტორეირა, ბარეტო; ბრუნო ფერნანდესი (პრატი 65); შიკი, კვალიარელა

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; სანჩესი, როდრიგესი, ასტორი; ტელო, ბადელი, ბორხა ვალერო, მილიკი (კიეზა 73); ილიჩიჩი (კალინიჩი 46), ბერნარდესკი (საპონარა 81); ბაბაკარი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდესი (5), 1:1 როდრიგესი (60), 2:1 ალვარესი (71), 2:2 ბაბაკარი (89)

გაფრთხილება: პრატი (67), ალვარესი (75) – როდრიგესი (25)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 16 (8) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:10 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: კარმინე რუსო

“მილანი” – “პალერმო” 4:0 (3:0)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 40 000

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; კალაბრია, ძაპატა, რომანიოლი, დე შილიო; კუცკა, სოსა (ლოკატელი 59), პაშალიჩი; სუსო (ანტონელი 73), ბაკა, დეულოფეუ (ლაპადულა 75)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“პალერმო” (3-5-1-1): ფულინიატი; გოლდანიგა (ტრაიკოვსკი 67), გონსალესი, ანდელკოვიჩი (ჩიონეკი 72); რისპოლი, ბრუნო ენრიკე (სალაი 54), იაიალო, ჩოჩევი, პეცელა; დიამანტი; ნესტოროვსკი

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი

გოლები: 1:0 სუსო (6), 2:0 პაშალიჩი (19), 3:0 ბაკა (37). 4:0 დეულოფეუ (70)

გაფრთხილება: პაშალიჩი (20) – გოლდანიგა (5), გონსალესი (22, 83), ჩიონეკი (75)

გაძევება: გონსალესი (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (10) – 6 (2) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: მარკო დი ბელო

“ბოლონია” – “რომა” 0:3 (0:2)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 21 000

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; კრაფტი, მაიეტა (ტოროსიდისი 76), გასტალდელო, მაზინა; ნადი (პეტკოვიჩი 63), პულგარი, ჯემაილი; ვერდი (დი ფრანჩესკო 46), დესტრო, კრეიჩი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; რუდიგერი, ფაციო, მანოლასი (ვერმაელენი 77), ჟუან ჟესუსი; დე როსი, სტროტმანი; სალაჰი, ნაინგოლანი, ელ შაარავი (პეროტი 65); ჯეკო (ტოტი 85)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 ფაციო (25), 0:2 სალაჰი (41), 0:3 ჯეკო (75)

გაფრთხილება: მაიეტა (69), ჯემაილი (75), პეტკოვიჩი (84) – მანოლასი (38), სტროტმანი (69)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 10 (5) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ანტონიო დამატო

“კალაირი” – “ტორინო” 2:3 (1:2)

კალიარი, “სანტ ელია”

მაყურებელი: 14 000

“კალიარი” (4-3-2-1): რაფაელი; ისლა, პისაჩენე, ბრუნო ალვეში, მურუ; იონიტა, პაკჩიდისი, პადოინი (ფარიასი 56); ჟოაო პედრო, საუ (კვანგ-სონ ანი 81); ბორიელო (ფარაგო 34)

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

“ტორინო” (4-2-3-1): ჰარტი; ძაპაკოსტა, კარლაო (აჯეტი 65), მორეტი, მოლინარო (ბარეკა 46); აკქუა, ბაზელი; იაგო ფალკე, ლიაიჩი, იტურბე (ბოიე 22); ბელოტი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 1:0 ბორიელო (19, პენ), 1:1 ლიაიჩი (33), 1:2 ბელოტი (39), 1:3 აკქუა (53), 2:3 კვანგ-სონ ანი (90)

გაფრთხილება: პისაჩენე (31), ჟოაო პედრო (69) – კარლაო (18), აკქუა (24, 90), ლიაიაჩი (43), იაგო ფალკე (90)

გაძევება: აკქუა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 12 (6) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“კროტონე” – “ინტერი” 2:1 (2:0)

კროტონე, “ეციო შიდა”

მაყურებელი: 6 500

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; როზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა; როდენი (სამპრისი 67), ბარბერისი (კაპეცი 75), კრისეტიჯი, სტოიანი; ტროტა (აკოსტი 73), ფალჩინელი

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, მურილო (ედერი 46), ანსალდი (პალასიო 46); მედელი, კონდოგბია (ჟოაო მარიო 81); კანდრევა, ბანეგა, პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 1:0 ფალჩინელი (18), 2:0 ფალჩინელი (22), 2:1 დ’ამბროზიო (65)

გაფრთხილება: მარტელა (46), ჩეკერინი (47), აკოსტი (90), კაპეცი (90) – პალასიო (47), ბანეგა (51)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (7) – 15 (7) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: მარკო გუიდა

“უდინეზე” – “ჯენოა” 3:0 (2:0)

უდინე, “დაჩია არენა”

მაყურებელი: 17 000

“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო (ჰეტრო 79), ანჯელა, სამირი (გაბრიელ სილვა 56); დე პაული, ჰალფრედსონი, ბადუ; ევანგელისტა (ფელიპე 68), ძაპატა, ტერო

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“ჯენოა” (4-3-3): რუბინიო; მუნიოსი, ბურდისო, იცო, ლაქსალტი; ჰილიემარკი (პანდევი 55), კოფიე, რიგონი (ველოზუ 70); ნტჩამი, სიმეონე, მოროზინი (პალადინო 55)

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

გოლები: 1:0 დე პაული (20), 2:0 ძაპატა (31), 3:0 რუბინიო (49, ა.გ)

გაფრთხილება: ევანგელისტა (60), გაბრიელ სილვა (87) – ბურდისო (46), კოფიე (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 8 (3) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“ლაციო” – “ნაპოლი” 0:3 (0:1)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 35 000

“ლაციო” (3-4-2-1): სტრაკოშა; ბასტოსი (ჰუდტი 52), უოლასი, რადუ; ბასტა (პატრიკი 59), მურჯია (კეიტა 52), პაროლო, ლუკაკუ; მილინკოვიჩ-სავიჩი, იმმობილე, ფელიპე ანდერსონი

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (როგი 79); კალეხონი (ზიელინსკი 74), მერტენსი (მილიკი 83), ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 კალეხონი (26), 0:2 ინსინიე (51), 0:3 ინსინიე (90)

გაფრთხილება: ბასტოსი (20), მილინკოვიჩ-სავიჩი (54), პატრიკი (89) – ალანი (74), ზიელინსკი (85), ჰისაი (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 11 (7) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

ბომბარდირები: ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 24 გოლი, ედინ ჯეკო (“რომა”) – 24, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 21, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 20, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 20, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 18.

თეგებისერია A
0.123168