ფეხბურთი

22:40 | 9.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტატანაშვილმა გოლების ათვლა დაიწყო

საჩხერის "ჩიხურამ" ეროვნული ლიგა1-ის მეექვსე ტურში 2:1 მოუგო "საბურთალოს" და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. დიმიტრი ტატანაშვილმა ორი გოლი გაიტანა. ამ ტურამდე, მას გოლების გრაფაში ნული ეწერა, თუმცა ტატანაშვილი რომ ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე ძალიან კარგი თავდამსხმელია, ამას თქმა არ უნდა.

პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, შესვენების შემდეგ კი "საბურთალო" მალევე დაწინაურდა. კუთხურიდან ჩაწოდების მერე, დაჩი ცნობილაძემ მძლავრი თავურით გახსნა ანგარიში.

9 წუთში უკვე საჩხერელები იგებდნენ. ტატანაშვილმა ჯერ ზურაბ არზიანის შეცდომით (არზიანმა თავით ცუდად მოიგერია ბურთი) ისარგებლა და დაახლოებით 13 მეტრიდან ცაციით ზუსტად დაარტყა - 1:1; მერე კი მეკარე ლაზარე კუპატაძის მოგერიებულ ბურთს დაამატა და წინ გაიყვანა "ჩიხურა".

ჩიხურა - საბურთალო 2:1 (0:1)

ჩიხურა: ჰამზიჩი, გეგეჭკორი (დეკანოიძე 52), ჭელიძე, კაშია, კაკუბავა, გორგიაშვილი, კორიფაძე, დობროვოლსკი, სარდალიშვილი (განუგრავა 60), ივანიშვილი, ტატანაშვილი (გელაშვილი 77)

საბურთალო: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, ლაკვეხელიანი, ცნობილაძე, არზიანი (ფიფია 71), ვაგნერი (ბიძინაშვილი 65), ხარაიშვილი, იმნაძე (კოხრეიძე 60), შინდაგორიძე

გოლები: 0:1 ცნობილაძე (48), 1:1 ტატანაშვილი (54), 2:1 ტატანაშვილი (57)

გაფრთხილება: კაშია, კაკუბავა, კაშია

გაძევება: კაშია (90+4)

მსაჯი: ნინუა

ადგ.კლუბითამაშიმოგებაფრეწაგებაგატანილიმიღებული±ქულაშემდეგი თამაში
1. ლოკომოტივი 6 4 1 1 15 4 +11 13 დილ
2. დინამო თბ 6 4 0 2 7 4 +3 12 შუქ
3. ჩიხურა 6 3 1 2 7 5 +2 10 ტორ
4. ტორპედო 6 2 3 1 7 5 +2 9 ჩიხ
5. დინამო ბთ 6 3 0 3 5 4 +1 9 საბ
6. საბურთალო 6 3 0 3 6 8 -2 9 დბთ
7. კოლხეთი 1913 6 2 1 3 9 11 -2 7 სამ
8. სამტრედია 6 2 1 3 4 7 -3 7 კოლ
9. დილა 6 1 3 2 4 5 -1 6 ლოკ
10. შუქურა 6 0 2 4 5 16 -11 2 დთბ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131568