ფეხბურთი

22:25 | 9.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსისა” და “ბარსელონას” მატჩს პოლონელი არბიტრი განსჯის

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტპზე “იუვენტუსი” “ბარსელონას” დაპირისპირებას პოლონელი არბიტრი შიმონ მარცინიაკი უმსაჯებს.

აღსანიშნავია, რომ ამ არბიტრმა უკვე იმსაჯა “პარი სენ ჟერმრნისა” და “ბარსელონას” მატჩში, რომელიც ლუის ენრიკეს შეგირდებმა 4:0 წააგეს და აგრეთვე “ლიონისა” და “იუვენტუსის” (0:1) დაპირისპირება რომლის დროსაც პოლონელმა “ბებერი ბალბატონი” კაცნაკლული დატოვა, “ლიონმა” და კერძოდ ლაკაზეტმა კი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება 11 აპრილს გაიმართება, განმეორებითი მატჩი კი 19 აპრილს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119006