ფეხბურთი

21:35 | 9.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა2: დუბლების დღე

ეროვნულ ლიგა2-ში დღეს მეექვსე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ა "მერანმა" "რუსთავს" 2:1 მოუგო და დამაჯერებლად ლიდერობს. სერგეი ტრეტიაკის დუბლს ბოლო წუთზე ერთი ბურთით უპასუხა დათა სიჭინავამ. რუსთაველებს მთლიანობაში 11 ბურთი აქვთ გატანილი და აქედან 8 სიჭინავამ მიითვალა.

"ვიტ ჯორჯიამ" ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ გასვლაზე მოუგო ბოლნისის "სიონს". პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა შოთა დავლაშელიძემ. "სიონი" მეორე ადგილზე დარჩა.

ტყიბულის "მეშახტემ" 4:1 აჯობა აუტსაიდერ "ზუგდიდს" და ორი საფეხურით წინ წაიწია: მეშვიდეზეა. კახა გოგიჩაიშვილის გუნდიდან დუბლი შეასრულა ნიკა ჭკუასელმა და გამარჯვებას მან დაუდო სათავე, თითო-თითო გოლი გაიტანეს საბა ლომიამ და ვასილ ხოსიტაშვილმა, სტუმართაგან კი ზურაბ მალანიამ იხეირა.

დღეს სამივე მატჩში დაფიქსირდა დუბლი. ტრეტიაკმა, დავლაშელიძემ და ჭკუასელმა გამოიჩინეს თავი.

მეშახტე (ტყიბული) -ზუგდიდი 4:1

გოლები: 1:0 ჭკუასელი (24), 2:0 ჭკუასელი (43), 2:1 მალანია (59), 3:1 ლომია (68), 4:1 ხოსიტაშვილი (82)

მერანი (მარტვილი) - რუსთავი 2:1

გოლები: 1:0 ტრეტიაკი (28), 2:0 ტრეტიაკი (84), 2:1 სიჭინავა (90)

სიონი (ბოლნისი) - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:2

გოლები: 0:1 დავლაშელიძე (12), 0:2 დავლაშელიძე (21)

გუშინ გაიმართა მეექვსე ტურის ორი მატჩი: გაგრა - სამგურალი 0:0, ცხინვალი - გურია 4:3

ადგ.კლუბითამაშიმოგებაფრეწაგებაგატანილიმიღებული±ქულაშემდეგი თამაში

1. მერანი 6 5 1 0 14 3 +11 16
2. სიონი 6 4 0 2 7 4 +3 12
3. გაგრა 6 3 2 1 6 2 +4 11
4. სამგურალი 6 3 1 2 9 7 +2 10
5. ვიტ ჯორჯია 6 3 0 3 9 8 +1 9
6. რუსთავი 6 2 1 3 11 10 +1 7
7. ცხინვალი 6 2 1 3 10 14 -4 7
8. მეშახტე 6 2 1 3 8 12 -4 7
9. გურია 6 2 0 4 9 12 -3 6
10. ზუგდიდი 6 0 1 5 5 16 -11 1
0.100972