ფეხბურთი

16:45 | 9.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

თასის მფლობელმა ჩემპიონს მოუგო

"სამტრედიამ" მეოთხე საშინაო მატჩი გამართა და ზედიზედ მესამედ წააგო. ის პირველიც ფრედ დაასრულა. გია ცეცაძის გუნდი ამჯერად ქუთაისის "ტორპედოსთან" დამარცხდა - 0:2. ქუთათურთაგან გოლი და საგოლე პასი მიითვალა ნიკა საბანაძემ. როლები გაცვალეს მან და ბიძინა მახარობლიძემ: მანაც ასევე გოლი და საგოლე პასი მოინადირა.

საბანაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა, თანაც რა კარგად შეასრულა: შორეულ კუთხეში დაბალი დარტყმით... მეორე გოლს რაც შეეხება, კონტრშეტევას მოჰყვა,საბანაძემ წაიღო ბურთი და კარგად მოძებნა მახარობლიძე, რომლის დარტყმულსაც ომარ მიგინეიშვილი შეეხო, მაგრამ მოგერიება ვერ შესძლო.

"ტორპედოს" 9 ქულა აქვს და ჯერჯერობით, მეხუთე ადგილზეა. "სამტრედია" კი ბოლოდან მესამეა.

როგორც იცით, ეს გუნდები წლეულს სუპერთასზე შეხვდნენ ერთმანეთს და "სამტრედიამ" მოიპოვა ტიტული - 2:1 მოიგო.

სამტრედია - ტორპედო 0:2 (0:1)

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი,კასრაძე, სანდოხაძე, ახალაძე (სუხომლინოვი 61), დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი, ჯიქია (სამუშია 68), ბერიაშვილი, რაჟამაშვილი, ჩაგელიშვილი (ნინუა 75)

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, ადამაძე, გურული, ქიმაძე, კუხიანიძე (ბაბუნაშვილი 77), მამასახლისი, გიგაური, დოლიძე (ტუღუში 70), მახარობლიძე, საბანაძე (კაპანაძე 84)

გოლები: 0:1 საბანაძე (33), 0:2 მახარობლიძე (80)

გაფრთხილება: რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი - გიგაური, მახარობლიძე, ადამაძე, კვასხვაძე

მსაჯი: სილაგავა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111741