ეროვნულ ლიგა2-ში მეექვსე ტურის ორი მატჩი გაიმართა. ერთი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორეში შვიდი ბურთი გავიდა.
"გაგრამ" და წყალტუბოს "სამგურალმა" 0:0 ითამაშეს, შესაბამისად, ჯერჯერობით მესამე-მეოთხე ადგილებზე დარჩნენ. აი, "ცხინვალმა" კი 4:3 სძლია ლანჩხუთის "გურიას". "ცხინვალმა" პირველი ტაიმი დიდი ანგარიშით მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში თამაში მაინც დაიძაბა: გურულებმა ორი ბურთი გაიტანეს. საბოლოოდ, მაინც მინიმალური სხვაობა დაფიქსირდა, ბოლო ათ წუთში გუნდებმა თითო გოლი გაუტანეს ერთმანეთს.
ცხინვალი - გურია 4:3 (3:0)
გოლები: 1:0 მაქაცარია (9), 2:0 ლეჟავა (28), 3:0 იოსელიანი (37), 3:1 მალანია (69), 3:2 გოგუაძე (73), 4:2 კენჭაძე (81), 4:3 მალანია (88)
გაძევება: ბენაშვილი (88, გურია)
გაგრა - სამგურალი 0:0
9 აპრილს გაიმართება მეექვსე ტურის სამი მატჩი და სამივე 16:00 საათზე დაიწყება: სიონი - ვიტ ჯორჯია, მეშახტე - ზუგდიდი, მერანი - რუსთავი