ფეხბურთი

21:40 | 8.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დილა"-"კოლხეთი" ლეგიონერთა გოლებით

საქართველოს ჩემპიონატის მეექვსე ტურში, გორის "დილა" ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" დაუხვდა ფოთის "კოლხეთს" და ფრეზე გაეყარა - 1:1. გუნდები ცხრილში მეზობლად დარჩნენ, ფოთელებს 7 ქულა აქვთ და გოელებს - ერთით ნაკლები. შესაბამისად, მეშვიდე-მერვე ადგილებზე არიან.

მე-20 წუთზე გიორგი ჯანელიძემ კონტრშეტევა დაიწყო, მარცხნივ გააყოლა ბურთი სენეგალელ დაფეს, რომელმაც სიჩქარე აკრიფა, საჯარიმოში შესულმა კი მეკარის ბაქანთან გაუკეთა პასი მიკოლა კოვტალიუკს. უკრაინელს გატანა არ გასჭირვებია - 0:1. ეს მისი მეოთხე გოლია სეზონში.

მალევე, გიორგი პაპავამ შორიდან დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა და დამატებაზე სიერალეონელმა სალიუ ტარავალიემ იმარჯვა - 1:1.

ფოთელებმა ბოლოს პენალტი გააცუდეს. ვლადიმირ კორობკამ გამოიმუშავა თერთმეტმეტრიანი და გიორგი ჯანელიძემ ცუდად დაარტყა - ზემოდან გადააცილა კარს.

დილა - კოლხეთი 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 კოვტალიუკი (20), 1:1 ტარავალიე (24)

83-ე წუთზე ჯანელიძემ (კოლხეთი) ვერ გაიტანა პენალტი (ააცილა)

1. ლოკომოტივი 6 4 1 1 15 4 +11 13 დილ
2. დინამო თბ 5 3 0 2 6 4 +2 9 დბთ
3. დინამო ბთ 5 3 0 2 5 3 +2 9 დთბ
4. საბურთალო 5 3 0 2 5 6 -1 9 ჩიხ
5. ჩიხურა 5 2 1 2 5 4 +1 7 საბ
6. სამტრედია 5 2 1 2 4 5 -1 7 ტორ
7. კოლხეთი 1913 6 2 1 3 9 11 -2 7 სამ
8. დილა 6 1 3 2 4 5 -1 6 ლოკ
9. ტორპედო 5 1 3 1 5 5 0 6 სამ
10. შუქურა 6 0 2 4 5 16 -11 2 დთბ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135882