ფეხბურთი

20:46 | 8.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივი" - 10:0 ორ მატჩში

გიორგი დევდარიანის გაწვრთნილმა "ლოკომოტივმა" ზედიზედ მეორედ მოიგო 5:0. რამდენიმე დღის წინ, მეხუთე ტურში ფოთის "კოლხეთი" გაამწარეს, ამჯერად კი სამტრედიაში აჯობეს აუტსაიდერ ქობულეთის "შუქურას".

მშვენივრად თამაშობს ირაკლი სიხარულიძისა და მამია გავაშელიშვილის დუეტი: ამჯერად ორივემ დუბლი მიითვალა, ერთი გოლი კი ნოდარ ქავთარაძემ გაიტანა.

მე-12 წუთი იყო, გიორგი რეხვიაშვილმა ითამაშა ბრწყინვალედ, ცენტრიდან წაიღო ბურთი და საჯარიმოში სიხარულიძე მოძებნა, რომელმაც ანგარიში გახსნა. პირველ ტაიმში "ლოკომ" კიდევ ერთხელ გაიტანა, კერძოდ, კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, სიხარულიძემ შეუცვალა ბურთს მიმართელება და გავაშელიშვილმა ახლოდან ზუსტად დაარტყა - 0:2.

ყველაზე ლამაზი გამოდგა მესამე გოლი. ნიკა ჭანტურიას გრძელი გამოზომილი პასი და ქავთარაძემ შორეულ კუთხეში ძლიერი დარტყმით გაიტანა.

ბოლოს კი კიდევ ორჯერ გაიხარეს თბილისელებმა. ორივეჯერ რატი არდაზიშვილმა გააკეთა საგოლე პასი: ჯერ სიხარულიძემ იხეირა, მერე კი ისევ გავაშელიშვილმა.

შუქურა -ლოკომოტივი 0:5 (0:2)

გოლები: 0:1 სიხარულიძე (12), 0:2 გავაშელიშვილი (30), 0:3 ქავთარაძე (55), 0:4 სიხარულიძე (83), 0:5 გავაშელიშვილი (88)

"ლოკომოტივი" 13 ქულით ლიდერობს ჩემპიონატს, ხოლო "შუქურას" ჯერ არ მოუგია, 2 ქულა აქვს და ბოლო საფეხურზეა.

1. ლოკომოტივი 6 4 1 1 15 4 +11 13 დილ
2. დინამო თბ 5 3 0 2 6 4 +2 9 დბთ
3. დინამო ბთ 5 3 0 2 5 3 +2 9 დთბ
4. საბურთალო 5 3 0 2 5 6 -1 9 ჩიხ
5. ჩიხურა 5 2 1 2 5 4 +1 7 საბ
6. სამტრედია 5 2 1 2 4 5 -1 7 ტორ
7. კოლხეთი 1913 6 2 1 3 9 11 -2 7 სამ
8. დილა 6 1 3 2 4 5 -1 6 ლოკ
9. ტორპედო 5 1 3 1 5 5 0 6 სამ
10. შუქურა 6 0 2 4 5 16 -11 2 დთბ

0.118422