ფეხბურთი

13:30 | 8.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთში ფეხბურთელმა 30-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

საფრანგეთში ერთ-ერთი ფეხბურთელი სპორტულ მოღვაწეობას 30 წლით ჩამოაშორეს. საფრანგეთის მეექვსე ლიგაში, სამოყვარულო საფეხბურთო კლუბ “ვენისის” მოთამაშე, რომლის სახელი ჯერ არ ხმაურდება, მატჩის მსვლელობისას არბიტრის ცემისთვის დაისაჯა და 30 წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს.

“ვენისისა” და “ბელეროშის” მატჩი დროზე ადრე შეწყდა, მასპინძლები 0:5-ს აგებდნენ. ამ მატჩს მეორე დაზარალებულიც ჰყავს - ჩხუბში მონაწილე კიდევ ერთი ფეხბურთელი ასევე დასაჯეს, თუმცა მხოლოდ 1 წლით.

0.116734