ფეხბურთი

12:30 | 8.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სელტა" "ბალაიდოსსა" და ვიგოს ტოვებს

ესპანეთის პრიმერადივიზიონის ბინადარი ვიგოს „სელტა“ ქალაქსა და მშობლიურ არენა, „ესტადიო ბალაიდოსს“ ტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემა El Pais-მა გაავრცელა. როგორც ესპანელი ჟურნალისტები წერენ, „სელტას“ ამჟამინდელმა პრეზიდენტმა კარლოს მოურინომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და შეცვლას არ აპირებს.

„ეს არის შეუქცევადი გადაწვეტილება, რომელიც არ შეიცვლება. მეტიც, ვაპირებ პროექტი წინ წავიდეს“, - აღნიშნა მან.

როგორც ირკვევა, „სელტას“ ახალი სტადიონის აშენებას გეგმავს, რომლის მშენებლობაც 20-დან 50 მილიონ ევრომდე დაჯდება. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ არენის აგება მოს-ის მუნიციპალიტეტში, პორტუგალიის საზღვართან ახლოს იგეგმება.

აქვე გეტვყით, რომ „ესტადიო ბალაიდოსზე“ „სელტა“ 1928 წლიდან მოყოლებული თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127964