ფეხბურთი

22:35 | 7.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “დარწმუნებული არ ვარ, რომ “რეალში” დავრჩები”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ამბობს, რომ არ იცის, იქნება თუ არა მომავალ სეზონშიც მადრიდელთა თავკაცი. ამის შესახებ ზიდანმა “ატლეტიკოსთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩემი მომავალი? – არაფრისთვის არ ვემზადები, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ დამდეგ სეზონშიც “რეალში” დავრჩები. მე ვიცი რასაც ნიშნავს “სამეფო კლუბის” გაწვრთნა, როგორც კარგ ისე ცუდ სიტუაციაში. მთავარი მხოლოდ თამაშიდან თამაშამდე მომზადებაა.

რაც შეეხება “ბაიერნთან” თამაშს – ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა და ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი იქნება”, - განაცხადა ზიდანმა.

“რეალი” შაბათს “ატლეტიკოს” უმასპინძლებს, ხოლო ოთხშაბათს, მიუნხენში “ბაიერნს” ესტუმრება.

0.108597