ფეხბურთი

23:44 | 7.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სევილია” იოვეტიჩს გამოისყიდის

ესპანური “სევილია” მონტენეგროელ ფეხბურთელ სტევან იოვეტიჩს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გამოისყიდის. Tuttosport-ის ინფორმაციით, 27 წლის თავდამსხმელი მილანის “ინტერში” აღარ დაბრუნდება, ტრანსფერის ღირებულება კი 13 მილიონ ევროს შეადგენს.

იოვეტიჩი “სევილიაში” იჯარით ზამთარში გადავიდა და გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. ყველა ტურნირის ჩათვლით იოვეტიჩმა 16 მატჩი ჩაატარა და 4 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

0.115234