ფეხბურთი

12:30 | 7.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მალიორკა” სერხიმ ჩაიბარა

“ბარსელონას” ყოფილი მცველი სერხი ბარხუანი “მალიორკას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 45 წლის სპეციალისტის ამოცანა გუნდის რთული სიტუაციიდან გამოყვანა და ესპანეთის სეგუნდადივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა.

“მალიორკა” 32 ტურში მოპოვებული 31 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, 21-ე ადგილზე იმყოფება და 5 ქულა აშორებს მე-18 ადგილს, რომელიც ლიგაში ადგილის შენარჩუნების საშულებას იძლევა.

სერხი ბარხუანი “ბარსელონას” ღირსებას 1993-2002 წლებში იცავდა და გუნდთან ერთად სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. სამწვრთნელო კარიერა კი 2009 წელს “ბარსელონას” აკადემიაში დაიწყო, 2012-2014 წლებში “რეკრეატივოს” წვრთნიდა, 2015 წელს - “ალმერიას”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112219