ფეხბურთი

18:57 | 6.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის საფეხბურთო კავშირმა კვირკველია დააჯარიმა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა დააჯარიმა.

ამის მიზეზი, ქართველი ფეხბურთელის მიერ რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში უფა-სთან 1 აპრილს გამართული მატჩის (1:0) პირველი ტაიმის შემდეგ სავალდებულო ფლეშ-ინტერვიუზე უარის თქმა გახდა.

გამოცემა championat.com-ი რუსეთის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტის ხელმძღვანელ არტურ გრიგორიანცის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კვირკველიას ჯარიმის სახით 50 ათასი რუბლის გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ "ლოკომოტივის" ქართველმა მცველმა აღნიშნული შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124137